თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს

თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს

access_time2021-12-03 11:00:04

ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით გაფორმებული, ასევე ელექტროენერგიის მომწოდებელ გიგანტ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები.



,,დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებების უმეტესობა კაბალურ პირობებს შეიცავს და გადასახედია. დიდი ხანია, ეს გასაკეთებელია და ახლაც არ არის გვიან. სულ ახლახან ,,ინტერ რაომ“ არბიტრაჟში მოუგო საქართველოს და ჩვენ ნორმალურად ისიც კი არ ვიცით, რატომ მოიგო, როგორ მოიგო და რამდენი ხანია, რაც სარჩელი შეტანილი იყო საქართველოს წინააღმდეგ. როგორც გაირკვა,  200 მლნ დოლარის დაკისრებას ითხოვდა კომპანია ქართული მხარისთვის და საბოლოდ 80 მლნ დაეკისრა. ეჭვი მეპარება, რომ წინასწარ გამიზნულია იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან  თანხის აკუმულირება  მოხდეს რომელიმე სუბიექტის ჯიბეში. წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც შემდეგში ჩვენს წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ. როცა დოკუმენტები გადაიხედება, შეიძლება იქით ვედავოთ კომპანიებს მილიონონით დოლარის შეუსრულებელი ვალდებულების გამო. მაგალითისთვის, ,,თელასთან“ დადებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2015 წლამდე ტარიფი საერთოდ არ უნდა გადასინჯულიყო, მაგრამ კომპანიას უკვე 2014 წელს ჰქონდა პრეტენზია. ბოლოს ისე მოხდება, რომ დიდძალი თანხის გადახდა არამიზნობრივად მოუწევთ ბიუჯეტიდან და მიზანმიმართულად მიიღებენ კომპანიები, ყველა შემთხვევაში საქართველო ზარალდება“, - ამბობს ჭიჭინაძე ,,კომერსანტთან“.



ენერგეტიკოსი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ხელშეკრულებებსაც, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიებთან არის გაფორმებული, განსაკუთრებით ,,სოკართან“.




,,სოკარი“ თბილისში უკვე 3 საშუამავლო კომპანიის მეშვეობით, გაძვირებული და მაღალი ფასის ხარჯზე შემოდის. ეს გამოიწვია იმან, რომ ხეთაგურის მინისტრობის დროს რეგულირების სფეროდან გაზის გამოსვლამ, დერეგულირებული გახდა ეს სფერო. მთავრობას აქვს რესურსი, მოითხოვოს ხელშეკრულებების გადახედვა და მერე იქით მოვთხოვოთ ჯარიმები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. ყველა საიდუმლო ინფორმაცია რაღაც მანიპულაციებს შეიცავს და უნდა გამოვლინდეს. ეს უკვე ვარაუდიც არ არის, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საშუამავლო კომპანიები აძვირებენ ელექტროენერგიის ტარიფს, რაც სისტემის შიგნით ყველამ იცის. აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა სპეციალისტს, ვინც ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვს“, - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.



ამდენად, ერთ-ერთი გამოსავალი, ენერგეტიკოსის თქმით, დოკუმენტების გასაჯაროებაა, რამაც მაქინაციები უნდა გამორიცხოს. ჭიჭინაძის შეფასებით, როცა საუბარია, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს სრულყოფილი, რაც შეიძლება უნდა შემცირდეს ის დანაკარგები, დანარიცხები, რაც დენს აძვირებს და საწარმოო პროცესში შეფერხებას იწვევს.



შეგახსენებთ, რომ სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს - „ხრამი-1-სა და „ხრამი-2“-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა, რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას ითხოვდნენ.



საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ვალდებულია რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებს 80,5 მლნ დოლარი გადაუხადოს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up