ენერგეტიკის  ტემპები ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება-შესაძლოა დარგი ეკონომიკის დამამუხრუჭებელი გახდეს

ენერგეტიკის ტემპები ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება-შესაძლოა დარგი ეკონომიკის დამამუხრუჭებელი გახდეს

access_time2019-10-24 11:50:49

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ენერგეტიკა საინვესტიციოდ  ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება. ეს  კი მინისტრის თქმით, არის იმ რეფორმების და ბაზრის დერეგულაციის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

 

ენერგეტიკის სექტორში შექმნილ ვითარებაზე „კომერსანტი“ ახლახანს წერდა. თუმცა დარგის ექსპერტების პოზიციები ეკონომიკის მინისტრის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესდა. ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე განმარტავდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით მმართველ გუნდს ხედვა და სტრატეგია  არ აქვს. ენერგეტიკოსის შეფასებით, მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ ენერგეტიკის სექტორს დიდი ზიანი მიაყენა.

 

„ქართული ოცნების„ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არანირი გაუმჯობესება არ ყოფილა. უბრალოდ, შენარჩუნდა ის მავანე ტრადიციები, რომელიც იყო დანერგილი „ნაციონალური მოძრაობის„ პერიოდში. დინამიკაში თუ განვიხილავთ ვერც ერთი კომპონენტით წინსვლას ვერ ვხედავ. ფიქსრიდება მხოლოდ ტარიფების ზრდა“, - განმარტავდა თემურ ჭიჭინაძე „კომერსანტთან“.

 

ენერგეტიკის სექტორში, რომ სერიოზული პრობლემებია ადასტურებდა თურნავას გუნდის წევრი,დეპუტატი  რევაზ არველაძეც.მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.

 

„ენერგეტიკა წინმსწრები ტემპით უნდა ვითარდებოდეს, რათა ეკონომიკის განვითარება დამამუხრუჭებელი არ გახდეს. დღეს იმდენად სერიოზული პრობლემებია ენერგეტიკაში, რომ წინმსწრები ტემპებით კი არა, ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება ენერგიის წარმოების ტემპი. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც არის ქვეყნის ხერხემალი, რადგან ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ იარსებებს,“,- ასე აფასებდა ენერგეტიკის სექტორში შექმნილ ვითარებას „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე.

 


საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შემდეგია:

 

2007 - $ 331 მილიონი

2008 - $ 294 მილიონი

2009 - $ -2 მილიონი

2010 - $ 26 მილიონი

2011 - $ 212 მილიონი

2012 - $ 179 მილიონი

2013 - $ 246 მილიონი

2014 - $ 190 მილიონი

2015 - $ 123 მილიონი

2016 - $ 145 მილიონი

2017 - $ 280 მილიონი

2018 - $ 120 მილიონი


ბაჩო ადამია




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up