„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

access_time2020-01-29 10:45:58

„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის მიმართულებით ლევან ფავლენიშვილი ფიქრობს, რომ სექტორი თეორიულად მართლაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია და ამ სექტორში ინვესტორი წარმატებას რამდენად მიაღწევს, სახელმწიფოსთან ურთიერთობების დალაგებაზეა დამოკიდებული.


„თეორიულად სექტორი საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკაში რეალურად ძალიან დარეგულირებულია, მეტწილად სახელმწიფოს ხელშია ყველაფერი და ამ სექტორში ინვესტორი წარმატებას რამდენად მიაღწევს, დამოკიდებულია იმაზე როგორ შეძლებს სახელმწიფოსთან ურთიერთობების დალაგებას. პერსპექტიული და საინტერესო იმიტომ არის, რომ ზოგადად ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებას, თან მოყვება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები და დიდი მასშტაბის ინვესტიციებია, შესაბამისად ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვისაც კარგია. სახელმწიფოს ჩამოყალიბებული არ აქვს ცხადი პოლიტიკა თუ როგორ უნდა მოახდინოს ამ დარგის ინვესტორებთან ურთიერთობა, ეს არის ძირითადი გამოწვევა. ინვესტორების მხრიდან ძირითადად ყველაზე საინტერესო ჰიდროენერგეტიკაა, თუმცა, დიდი პროექტების განხორციელება ჭიანურდება. მთავრობის როლი ამ შემთხვევაში გულისხმობს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან ნათელი და გამჭვირვალე იქნება ინვესტორებისთვის, მეორე- როდესაც სახელმწიფო თავის თავზე ვალდებულებებს აიღებს, შემდეგ ეს ვალდებულებები უნდა შეასრულოს და თუ გაპრობლემდება მოსახლეობასთან რაღაც, ეს მხოლოდ ინვესტორის პრობლემად არ უნდა ჩაითვალოს“, - განაცხადა ლევან ფავლენიშვილმა.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძეც ეთანხმება EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოსაზრებას, თუმცა სექტორის განვითარების პრობლემებზე საუბრობს.



„ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის სულ მცირე 20% გვაქვს ათვისებული, ამიტომ უზარმაზარი რეზერვი გვაქვს ასათვისებელი. რაც შეეხება ქარის ენერგიას, საქართველოში ტექნიკურად შეიძლება 1200 მგვტ-ის გამომუშავება, სულ 21 მგ.ვტ-იანი სადგური გვაქვს ჯერჯერობით, რომელიც მუშაობს. ანალოგიური პერსპექტივა გვაქვს მზის ელექტროსადგურებზე, მისი პოტენციალი რომ შევაფასეთ, დაახლეობით 4 მლრდ-მდე მზის ენერგიიდანაც შეიძლება ელექტრული ენერგიის მიღება. ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორ ძირითად პრობლემას ვხედავ, ერთია ინვესტორის მოძიება და მეორე მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი, დასაბუთებული და დაუსაბუთებელი, რაც ინვეტიციების შემოტანას ხელს ძალიან უშლის.


რაც შეეხება ქარისა და მზის ენერგიების გამოყენებას, მას პრობლემატურს ხდის ჩვენი სისტემის საიმედოობა და უსაფრთხოება, ორივე ცვალებადი ენერგიებია და ამინდზეა დამოკიდებული, ამიტომ როდესაც დიდი რაოდენობის სიმძლავრეებია სისტემაში ჩართული,  ქვეყანას უნდა ჰქონდეს სარეზერვო სიმძლავრეები, რომ მათი გაჩერების შემთხვევაში, პრობლემები არ შეექმნას ელექტრომომარაგებას, ეს დამატებითი სიმძლავრეები კი ჰიდროელექტროსადგურებია. სამწუხაროდ, ჩვენს სისტემას მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანასთან შეუძლია პარალელში მუშაობა - ეს ყველაფერი იწვევს პრობლემებს“, - განმარტავს გია არაბიძე.


მისივე თქმით, მართალია ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ დიდია, მაგრამ მათ ბევრი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის სახელმწიფო გარანტიების არარსებობა.


„ინვესტორები ძირითადად ჰესების მიმართულებით ინტერესდებიან, მაგრამ ახალი სადგურის ტარიფი საკმაოდ ძვირია. ინვესტორებს აწუხებთ ტარიფი, ჩადებული ინვესტიცია და სახელმწიფოდან ითხოვენ გარანტიებს მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესასყიდად - ეს ჩვენი ეკონომიკის პრობლემებია, ამიტომ იკლებს ინვესტორების დაინტერესება და არ კეთდება ყველაფერი იმ ტემპით რაც საჭიროა. მთავრობის ძირითადი როლია მოსახლეობასთან სერიოზულად იმუშაოს და იზრუნოს ამ კუთხით მათ გათვიცნობიერებაზე, ასევე მნიშვნელოვანია ინვესტორებთან  მუშაობა და ხელსაყრელი მემორანდუმების გაფორმება“, - განმარტავს გია არაბიძე.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up