ენერგეტიკის სექტორი CFD  მექანიზმის მოლოდინშია - რა შენიშვნები აქვს  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას

ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმის მოლოდინშია - რა შენიშვნები აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას

access_time2023-01-17 16:00:15

ენერგეტიკის სექტორი  განახლებადი  ენერგიების  მხარდამჭერი ახალი  მექანიზმის,  ე.წ.  CFD  სქემის ფარგლებში  პირველი  აუქციონის   მოლოდინშია.  განსხვავდებით PPA  მექანიზმისგან, CFD - ის  მოდელში  სახელმწიფო ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს  და  CFD   კონტრაქტები  აუქციონის  პრინციპით  გაფორმდება. 

 

 

რა მოლოდინები აქვს სექტორს და რამდენად  მისაღებია  მათთვის  CFD  სქემა, თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი  აბრამიშვილმა ისაუბრა. მისი  თქმით,  აღნიშნული  სქემა სექტორისთვის  მისაღებია, თუმცა  არსებობს  რისკი  იმისა, რომ ზოგიერთმა კომპანიამ არარელევანტური ფასი  წარადგინოს, რაც  შემდგომში  ვალდებულების ვერ შესრულებას გამოიწვევს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმას, რომ  სამწლიანი სტაგნაციისა და მორატორიუმის შემდეგ ყინული  დაიძრა, ახლა მთავრობასთან  ერთად დახვეწის პროცესში  ვართ,  თუ  როგორი  შეიძლება იყოს ეს მექანიზმი.  CFD მოდელი ოპტიმალურთან  ყველაზე  ახლოსაა.  ჩვენ, ერთის მხრივ,  გვაქვს ის, რომ  კომპანიები იძულებული  არიან  თავისუფალ  ბაზარზე  ივაჭრონ, რაც როგორც ბირჟის  ლიკვიდურობისთვის, ასევე საბოლოო ჯამში, ძალიან  მნიშვნელოვანია. თუმცა მეორე  მხრივ არსებობს შეჯიბრებითობის  პრინციპი,  რომლის  მიხედვით,  უნდა გამოვლინდეს საუკეთესო  ფასის მქონე  კომპანია,  რაც რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და  უკეთესია.

 

 


ვფიქრობთ, რომ  მარტო ფასის კრიტერიუმმა  შეიძლება  არასწორ მოლოდინებამდე და  შედეგამდე  მიგვიყვანოს,  მნიშვნელოვანია,  გათვალისწინებული  იყოს ხარისხი და  ენერგეტიკული პოტენციალის  ნაწილი“ , - აღნიშნა  გიორგი  აბრამიშვილმა

 

 

აბრამიშვილის თქმით,  პირველი აუქციონი, რომელიც თვის ბოლოს ჩატარდება, ძალიან მნიშვნელოვანია  ქვეყნისთვის, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე.



კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ინვესტორების მოსაზიდად, აბრამიშვილი აცხადებს,  რომ CFD სქემის  ამოქმედების გარდა,  საჭიროა მოსახლეობასთან  სწორი და  თანმიმდევრული მუშაობა, ცნობიერების ასამაღლებლად და განახლებადი ენერგიების სიკეთეების დასანახად.

 


„ბოლო  30  წლის  განმავლობაში მიზანმიმართულად  ვრცელდება უამრავი  დეზინფორმაცია, საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა, რომ  გამოგონილი მიზეზების  გამო პროექტები არ  შეჩერდეს და არ  იზარალოს ქვეყანამ, როგორც  ეს უკვე  მოხდა და დავრჩით რუსეთზე დამოკიდებული, რაც მზარდია, ეს  შედეგები კი აფრთხობს ინვესტორებს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.


CFD მექანიზმი ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელია, რომლითაც  მთავრობის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.


რაც ეხება  PPA მოდელს,  აღნიშნული მოდელის დროს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის, რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა. PPA კონტრაქტის მაგალითია ხუდონჰესის ინვესტორ ტრანსელექტრიკასთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰესის აშენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8 წლის განმავლობაში გარანტირებული წესით 10.5 ცენტად შეეძინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხუდონის ჰესი ამ ხელშეკრულების მიუხედავად არ აშენდა, თუმცა აშენების შემთხვევაში ბიუჯეტს მის PPA კონტრაქტზე მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევდა.


 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up