ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს პასუხობს

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს პასუხობს

access_time2021-06-19 16:29:28

მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების აბსოლიტური უმრავლესობა არ უზღუდავს  კომპანიას ელექტოენერგია გაიტანოს ექსპორტზე, იმ თვეებში, რომელზეც არ ვრცელდება ესკოს შესყიდვის ვალდებულება.

კომპანია ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს ხელშეკრულებისა და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად. 

ხელშეკრულება არ ანიჭებს კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უპირობო უფლებას. 

ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში. 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი მტკიცდება სამინისტროს მიერ და მასში წინასწარ არის გათვალისწინებული ექსპორტის შესაძლო მოცულობები. 

ელექტროენერგიის ექსპორტისას კომპანია შესაბამისი განცხადებით მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ასევე, შესაძლებელია მოცულობის ხელმისაწვდომი ნაწილის სპეციალური აუქციონის გზით განაწილება. 

თუ წარმოიშვა დეფიციტის რეალური საფრთხე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია, სისტემის საჭიროებიდან გამოდინარე, არ გაითვალისწინოს ექსპორტიორის განაცხადი და შეამციროს ან საერთოდ უარი თქვას ექსპორტზე. 

ნამახვანის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ხელშეკრულების დადებას (TDA - Transmission and Dispatch Agreement), რომელიც კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის პრიორიტეტს მიანიჭებდა.

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს უფლება აქვს სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, უარი უთხრას ნებისმიერ ექსპორტიორს ექსპორტის განხორციელებაზე.



დეტალებისთვის გთხოვთ, წაიკითხოთ 

ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტი (გვ. 30)

„მთავრობა“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად, „კომპანიას“ „ვადის“ განმავლობაში ანიჭებს უფლებამოსილებას:

(c) განახორციელოს თითოეული „სადგურის“ მიერ წარმოებული ელექტრო ენერგიის მთლიანი მოცულობის და ელექტრო სიმძავრის ექსპორტი ნებისმიერ დროს (გარდა შესაბამისი “PPA პერიოდისა“) იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი „სადგურის“ „კომერციული ოპერირების თარიღიდან“ პირველი თხუთმეტი (15) წლის შემდეგ „კომპანიას“ ექნება უფლება ნებისმიერ დროს განახორციელოს ასეთი „სადგურის“ მიერ წარმოებული სრული მოცულობის ელექტრო ენერგია და ელექტრო სიმძლავრის ექსპორტი;

და „კომპანია“ ვალდებულია გამოიყენოს ასეთი უფლებები წინამდებარე ხელშეკრულებისა და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად.

ხელშეკრულებით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების 15 წლიან პერიოდში დარჩენილი 4 თვის განმავლობაში (ე.წ. არა-PPA პერიოდში), აგრეთვე, 15 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, წლის ნებისმიერ დროს, მის მიერ გამომუშავებული ელექტოენერგია გაიტანოს ექსპორტზე. ზოგადად, მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების აბსოლიტური უმრავლესობა არ უზღუდავს  კომპანიას ელექტოენერგია გაიტანოს ექსპორტზე, იმ თვეებში, რომელზეც არ ვრცელდება ესკოს შესყიდვის ვალდებულება.

ნამახვანის ხელშეკრულების შემთხვევაშიც, არა-PPA პერიოდში (4 თვე), აგრეთვე 15 წლიანი ვადის გასცვლის შემდეგ, კომპანია არ არის შეზღუდული განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს გამომუშავებული ელექტოენერგიის უპირობო უფლებას ექსპორტის განხორციელებაზე. ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებული პირობები და წესები რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული ელექტოენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით, რაც გულისხმობს, სწორედ ამ წესების გათვალისწინებით ელექტოენერგიის ექსპორტის განხორციელებას. 

ელექტოენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების თანახმად ელექტროენერგიის როგორც  იმპორტი ასევე,  და ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ნოემბრისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად, სამინისტრო, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა. ანუ, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი მტკიცდება სამინისტროს მიერ და მასში წინასწარ არის გათვალისწინებული ექსპორტის შესაძლო მოცულობები. (ბაზრის წესების მუხლი 30, მე-2 და მე-3 პუნქები). რაც შეეხება ავარიული სიტუაციებს, ამ დროს ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.

ასევე, ბაზრის წესები ადგენს წესს თუ როგორ ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი. კერძოდ, კომპანიას, რომელსაც სურს ექსპორტის განხორციელება, შესაბამისი განცხადებით მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დადგენილი წესისა და მოთხოვნების დაცვით, ასევე, შესაძლებელია მოცულობის ხელმისაწვდომი ნაწილის სპეციალური აუქციონის გზით განაწილება. აუქციონის წესი და პირობები ასევე, მოცემულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში. თუმცა მხოლოდ განაცხადით და მხოლოდ ელექტროენერგიის სიჭარბის დროს არის შესაძლებელი ექსპორტი, რაც გათვალისწინებულია საპროგნოზო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით.

მიუხედავად განაცხადის არსებობისა და დისპეტჩერის მხრიდან მზაობისა ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანისა, თუ წარმოიშვა დეფიციტის რეალური საფრთხე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია, სისტემის საჭიროებიდან გამოდინარე, არ გაითვალისწინოს ექსპორტიორის განაცხადი და შეამციროს ან საერთოდ უარი თქვას ექსპორტზე. (ბაზრის წესების 141 მუხლის მე-2 პუნქტი).

თუ დისპეტჩერის ლიცენზიანტს მიმართა რამოდენიმე ექსპორტიორმა, შესაბამისად ელექტროენერგიის ბაზრის (სიმძლავრის) წესებით დადგენილია საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილება განხორციელდება პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და წესით (ბაზრის წესების 144 მუხლის მე-3 პუნქტი). პრიორიტეტულობა ენიჭება საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს, თუ ასეთი  ელექტროენერგიის ექსპორტისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან გაფორმებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება.  (ბაზრის წესების 1412 მუხლი). სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ნამახვანის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ხელშეკრულების დადებას (TDA - Transmission and Dispatch Agreement), რომელიც კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის პრიორიტეტს მიანიჭებდა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხელშეკრულება არ ანიჭებს კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უპირობო უფლებას. კომპანიის მიერ ნებადართულ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით გათვალისწინებული  წესებით და პირობებით და მოითხოვს კომპანიის მიერ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის უფლების მოპოვებას. 

ამასთან, ქვეყანაში არსებული დეფიციტის ან იმ შემთხვევაში თუ  შიდა რესურსების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსთან შედარებით სიმცირის (დეფიციტის), ან ასეთის სიმცირის (დეფიციტის) რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს უფლება აქვს სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, უარი უთხრას ნებისმიერ ექსპორტიორს ექსპორტის განხორციელებაზე

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up