„ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა“ - ზურაბ ნოღაიდელი

„ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა“ - ზურაბ ნოღაიდელი

access_time2021-05-10 14:37:50


„ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი“, - ამის შესახებ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.


მისი თქმით, აქაც, როგორც საზოგადოდ ყველა ბიზნესში,  განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. „ბაზარიკიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტისას, არამედ ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესშიც.


უახლოეს მომავალში, ივლისიდან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და ე.წ „დეი ჰედ მარკეტი“ – „ერთი დღით ადრე ბაზარი“ შეიქმნება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჩვენ ცოტა სიფრთხილე მაინც გვმართებს, რადგან საქართველოს ენერგოსისტემა ჯერ კიდევ დეფიციტურია და რამდენად იქნება ეს ბაზარი ფინანსური თვალსაზრისით ეფექტური მყიდველებისთვის, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.



მისი განმარტებით, ეს საკითხი არ ეხება მოსახლეობისთვის საჭირო ელექტროენერგიას. აქ საუბარია პირდაპირ მომხმარებლებზე, საწარმოებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იგივე დასაქმებისა თუ სამუშაო ადგილების დამატებით შექმნის კუთხით და პროდუქციაზე ფასების სტაბილურობის თვალსაზრისით.

ნოღაიდელს მიაჩნია, რომ ბირჟის ამოქმედება, გარკვეული რისკების მიუხედავად, ცალსახად სწორი ნაბიჯია.


„ეს ნაბიჯი გაამართლებს და ამის იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენ ზამთრის, ანუ დეფიციტურ პირობებშიც კი ელექტროენერგიის მიღება 4 სხვადასხვა წყაროდან შეგვიძლია. ანუ, აქაც კონკურენცია განსაზღვრავს ყველაფერს და ეს იძლევა სიმშვიდის საშუალებას და იმის განცდას, რომ პირდაპირი მომხმარებლები ბირჟის მეშვეობით, დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში, ყველაზე კონკურენტუნარიან ფასად შეიძენენ ელექტროენერგიას.


ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ამ ეტაპს, ვფიქრობ, ბაზრის ფიგურანტები, საკმაოდ მშვიდად შევხვდებით, გადავიტანთ, შევეგუებით და მოხერხებულად და წარმატებითაც ვიოპერირებთ“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up