ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

person access_time2016-01-12 10:30:36

აზერბაიჯანული მედია საქართველოს მიერ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების მცდელობებთან დაკავშირებით სტატიების მთელ ციკლს აქვეყნებს.


ერთერთი გავლენიანი აზერბაიჯანული სააგენტო trend.az წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, რაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებრობებსა და მთელ რიგ შეკითხვებს ბადებს.


თემაზე რადიო „კომერსანტის" რუბრიკა „საათის თემაში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილმა ისაუბრა:



- აზერბაიჯანული მედია არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი გაზი ბაქომ სხვა ქვეყნებს მიაწოდოს. თქვენი აზრით, არსებობს ამის რეალური საფრთხე?


- ეს საკითხი საკმაოდ დაბალი ალბათობისაა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს. შედეგად, არ მგონია, რომ რომელიმე მხარის ინტერესში იყოს ამ კონტრაქტის რაიმე ფორმით დარღვევა. საქართველოს აზერბაიჯანი ამ კონკრეტული ხელშეკრულებით აწვდის გაზს, რომელიც გამოიყენება მოსახლეობისთვის და ელექტროენერგიის გენერაციისთვის. მეორეს მხრივ, საქართველო ახდენს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს სამხრეთ-კავკასიური მილსადენით. ამ კუთხით, საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები გადაჯაჭვულია. ამიტომ, დაბალი ალბათობისაა ამ კონტაქტის დარღვევა. აპოკალიპტური სცენარის დახატვა არასწორია.



- აზერბაიჯანული მედია წერს, რომ გაზრდილ მოთხოვნას გაზზე დააკმაყოფილებს, თუმცა, ქართული მხარე საპირისპიროს აცხადებს. თქვენი აზრით, რომელი მხარეა ამ შემთხვევაში მართალი?


- იმაზე საუბარი, რომ აზერბაიჯანული მხარე ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას, გაუგებარია. აზერბაიჯანი ერთის მხრივ საქართველოს აწვდის გაზს და მეორეს მხრივ, საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებს. გარკვეული რეზერვი არსებობს იმისა, რომ საქართველოსთვის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. აზერბაიჯანი არ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა რეზერვების კუთხით. ანუ აზერბაიჯანს შაჰდენიზის რეზერვები ძალიან დიდი არ აქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის და რამდენიმე ქვეყნისთვის საკმარისია. მიწოდების პრობლემას მე ვერანაირად ვერ ვხედავ.


- ენერგეტიკის სამინისტრო რატომ აცხადებს, რომ საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას აზერბაიჯანი ვერ დააკმაყოფილებს?


- აქ საკითხი შესაძლოა დერეგულირებულ სფეროზე იყოს. კერძოდ, აზერბაიჯანს კონკრეტულ ბიზნესებში, რაღაც რაოდენობაზე გაზის კონკრეტულ ფასში მიწოდება შესაძლოა არ აწყობდეს. ანუ არ აწყობდეს საქართველოში და აწყობდეს თურქეთში.


ამიტომაც, ეს წმინდა ბაზრის პრინციპია და ამაში სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. თეორიულად, ქართულ ბიზნესს ისედაც უნდა შეეძლოს ნებისმიერი სხვა წყაროდან იყიდოს გაზი. კანონმდებლობით, საქართველოში გაზის ინფრასტრუქტურის მფლობელები ვალდებულები არიან, რომ გაზი გაატარონ. პრაქტიკულად, ეს რამდენად შესაძლებელია, ცალკე საკითხია. ამას ბაზარი უნდა არეგულირებდეს.


- აზერბაიჯანში ასევე გამოთქვამენ ეჭვს, რომ საქართველოს მიერ ასეთი პოლიტიკის წარმოების ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ თბილისს სურს რუსეთთან მოლაპარაკებებით შექმნას მოჩვენებითი კონკურენცია გაზის ბაზარზე, რათა აიძულოს „სოკარი" შეამციროს ფასები მიწოდებულ გაზზე. თქვენი აზრით, შეიძლება ეს ეჭვი რეალური იყოს?


- ერთი შეხედვით სწორედ ასე ჩანს. ანუ, თბილისი ცდილობს აზერბაიჯანულ გაზთან კონკურენცია შექმნას იმისთვის, რომ კომერციული გაზის ფასი საქართველოში შედარებით დაეცეს და უფრო იაფად შეეძლოთ ქართულ ბიზნესებს გაზის შესყიდვა. თუმცა, რთულია ამაზე რაიმე რეალური პროგნოზის გაკეთება მაშინ, როდესაც ამ მოლაპარაკებებში ორი სახელმწიფო კომპანიაა ჩართული, საუბარია რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომზე" და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია „სოკარზე". მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებები იქნება გაზზე მიღებული, ამან შეიძლება სხვა საკითხებზე იმოქმედოს. იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო კომპანიებია და ეს არ არის კერძო კომპანიები.


- ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანულ ოფიციალურ მედიაში საკმაოდ გამაღიზიანებელი სტატიები ქვეყნდება. თქვენი აზრით, რეალურად, რამ გააღიზიანა აზერბაიჯანული მხარე?

 

- გააღიზიანა იმან, რომ მათ აქვთ წარმოდგენილი, რომ ისინი არიან საქართველოში რეალურად ერთადერთი გაზის მომწოდებელი წყარო. დადებული ხელშეკრულებიდან ორივე მხარე სარგებელს იღებს. თბოელექტროსადგურების გაზის ტარიფი საკმაოდ დაბალია, მოსახლეობის გაზის ტარიფი აგრეთვე საკმაოდ დაბალია საქართველოში, ასე რომ, საქართველო რეალურად ძალიან დიდი რაოდენობის გაზს და ზოგადად სიკეთეებს იღებს. შესაძლოა, აზერბაიჯანული მხარისთვის მიუღებელია ის, რომ ამ სიკეთეებთან ერთად საქართველო კიდევ ცდილობს ბიზნეს სექტორისთვის გაზის კიდევ უფრო დაბალ ფასად გაზის შეძენას.



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up