“ენერგეტიკის დარგის მდგომარეობა უკან-უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ”

“ენერგეტიკის დარგის მდგომარეობა უკან-უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ”

access_time2019-12-13 14:25:58

იყო თუ არა შეცდომა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება. ხელისუფლებაში ნაწილი მოხელეებისა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას ითხოვს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება. ამასობაში დარგი არათუ ვერ ვითარდება, არამედ უკან-უკან მიდის. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან არ ჩანს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა გამოეყოფა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს და ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩამოყალიბებულია არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო. დეპუტატი ამბობს, რომ პასუხი არ მიუღია.


“პასუხი ძალიან დამიგვიანეს, უკვე სამი თვე ხდება, რაც გავაგზავნე ეს წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, მან თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა, რომ თავისი მოსაზრება წარუდგინოს და აქამდე არ არის… არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად დადებითი პასუხი უნდა მივიღო, მაგრამ რაღაც პასუხი ხომ უნდა მივიღო? მე არგუმენტირებულად დავწერე, რატომ ვთვლი აუცილებლად სამინისტროს აღდგენას. კონტრარგუმენტები უფრო ძლიერი თუ იქნება, კი ბატონო, მაგრამ ხომ უნდა მივიღო რაღაც პასუხი”, – განაცხადა არველაძემ.


პრემიერის გარდა, ეს საკითხი დეპუტატმა”ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომაზეც დააყენა.



“მე უმრავლესობის სხდომაზეც დავაყენე ეს საკითხი. ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება სრულ პარალიზებას პირდებბა ქვეყანას. ამ დარგის მდგომარეობა უკან და უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ და ეს წერილშიც აღვნიშნე. თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არ შეიძლება მას ძლიერი ენერგეტიკული ბაზა არ ჰქონდეს”, – აღნიშნა დეპუტატმა და იმის დამადასტურებლად, რომ ენერგეტიკის დარგს ცალკე სამინისტრო უნდა ჰქონდეს, ამ სექტორში ახალი კანონპროექტების განხილვისა და მიღების პროცესის გაჭიანურება დაასახელა. ენერგეტიკის სამინისტრო რომ ყოფილიყო, რაც ერთ წელიწადში გაკეთდა, ორ თვეში გაკეთდებოდა”, – დასძინა მან “ბიზნეს მედიასთან” საუბრისას.


სულ სხვაგვარად ფიქრობენ მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად წარმოქმნილ ფუნქციებსა და ვალდებულებებს ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი გაინაწილებენ.


“იმ კანონების მიხედვით, რაც განვიხილეთ, განსაკუთრებით საუბარია, “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” ახალ კანონზე, გაწერილია ის ფუნქციები, რომელიც მომავალი წლიდან სხვადასხვა უწყებას ექნება ენერგეტიკის სფეროში. იმ ამოცანების და ფუნქციების დიდი ნაწილი, რაც ადრე ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს და ახლა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, სხვა ორგანიზაციებზე გადანაწილდება, მათ შორის – სემეკზე და ის ფუნქციები, რაც დარჩება (საუბარია პოლიტიკის განსაზღვრაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე), მათი შესრულება შეეძლება სრულად ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას ამ ეტაპზე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც ფორმით იქნას აღდგენილი”, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.


სპეციალისტებიც სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ენერგოუსაფრთხოების მხრივ ქვეყანამ უკან დაიხია. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს  სისტემური პრობლემაა.


“ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სისტემური მიდგომა სჭირდება და ეტაპობრივი გაუმჯობესებასაც, რაც არ ხდება. მთელმა ქვეყანამ გააზრებული, დაგეგმილი, გათვლილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ის რომ შედეგები არ მოგვწონს, არის მიზეზების დამსახურება. მიზეზი კი ბევრია, მაგალითად ის, რომ ჩვენთან მთელი ქვეყანა არ მუშაობს ენერგოუსაფრთხოებაზე. არ გვაქვს სტრატეგია და ენერგეტიკული დიპლომატია”, – აცხადებს მარგველაშვილი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
ენერგეტიკა



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up