ენერგეტიკის დარგის განვითარება არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს – სტრატეგიული ჰესების მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა

ენერგეტიკის დარგის განვითარება არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს – სტრატეგიული ჰესების მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა

access_time2019-12-23 18:30:51

მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში მხოლოდ 6 ჰესი შევიდა – ჯამური სიმძლავრით – 57 მეგავატი


ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას, ენერგეტიკის სექტორის განვითარება წარმოადგენს. სექტორის გაძლიერების მთავარი ამოცანა, ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობაა. დარგის განვითარების პროცესში, რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია.


ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა და კიდევ 4-ის შესვლა იგეგმება. უწყების ინფორმაციით, 2019 წელს 6 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური სიმძლავრე 57,9 მეგავატია. ექსპლუატაციაში შესული ჰესებია: “ავანი” ჰესი ( სიმძლავრე 3,5 მეგავატი), “სკურდიდი” ჰესი ( 1,33 მეგავატი სიმძლავრით) , “არაგვი 2” ჰესი (სიმძლავრე-1,95 მეგავატი) , “ორო” ჰესი ( დადგმული სიმძლავრე 1,12 მეგავატი) , “მესტიაჭალა 1” ჰესი (სიმძლავრე 20 მეგავატი) , “მესტიაჭალა 2” ( სიმძლავრე 30 მეგავატი).


ამასთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს, მიმდინარე წელს იგეგმება “ჭაპალა” ჰესის, “ხელრა” ჰესის, “იფარი” და “თბილისის ზღვის” ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 7,33 მეგავატია.


რაც შეეხება 2018 წელს, ექსპლუატაციაში მხოლოდ 5 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. ამასთან, ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შესული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 98,3 მეგავატია, ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა კი, 210,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.



ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო არაერთი ჰესის მშენებლობაა გაჭიანურებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, “ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად , წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა.”


ხაზგასასმელია, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის ჰიდროპოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. როდესაც საუბარია ქვეყნის რესურსებზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96.5 კბ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15,550 მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია – 50 მლრდ კვტ. საათის ეკვივალენტური. თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნის მთლიანი პოტენციალის დახლოებით 18% არის ათვისებული, რაც 2800 მგვტ–ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული რესურსების ათვისება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.


ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ჰესების მშენებლობის საკითხი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები თუ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები. ხშირად, დიდი ჰიდროელექტროსადგურების შემცვლელებად ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება სახელდება. რაც შეეხება ქარის და მზის ენერგიას, უნდა ითქვას, რომ მათი ტექნოლოგიები თანდათან ვითარდება და იაფდება, მაგრამ მათი გამოყენება ქარის და მზის არასტაბილურობის გამო საჭიროებს ენერგოსისტემაში დამატებითი სარეზერვო სიმძლავრის ჩართვას და სწრაფ მობილიზაციას. ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური კუთხით, აღნიშნული ტიპის ელ-სადგურები, ზოგადად, ენერგოსისტემის მდგრადობაზე ახდენენ უარყოფით გავლენას. საქართველოს ენერგოსისტემა მცირე ზომისაა, ამიტომ მდგრადობის და საიმედოობის თვალსაზრისით, ქარისა და მზის ენერგიის მასიური ჩართვა საქართველოს ენერგეტიკულ ქსელში ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.


რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ხაზგასასმელია, რომ მათ ახასიათებთ მაღალი მანევრირების უნარი. ენერგოსისტემის დატვირთვის მიხედვით, შესაძლებელია მათი გენერაციის ცვლილება და დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩართვა-გამორთვაც კი. ამ ტიპის ელ-სადგურებს, ასევე ახასიათებთ მაღალი მდგრადობა და საიმედოობა, რაც ენერგოსისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა აღნიშნული “ღირსებებისა”, ჰესებისგან ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგია ჯერჯერობით ყველაზე იაფია. ეს ფაქტორები, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების კუთხით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების სტრატეგიულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.


იმ შემთხვევაში თუ ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხს პრაგმატულ ჭრილში განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ ნებისმიერი წინააღმდეგობა, მხოლოდ საკითხის ემოციური შეფასების შედეგია. რამდენადაც, კარგად თუ გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების ალტერნატიული დანახარჯი, არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ბუნებრივია, საქართველოს არ აქვს ასეთი რისკის გაწევის ფუფუნება. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ქვეყნისთვის ელ-ენერგიის გენერაციის სიმწირე და ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი, უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ უარყოფითი სიგნალია, რაც ბუნებრივია, მათ ქცევაზე აისახება და, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ინვესტირებისგან თავი შეიკავონ. მაგალითად, Doing Business-ის საერთაშორისო რეიტინგების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეიტინგების მიხედვით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, არც თუ ცუდი პოზიცია აქვს (24-ე ადგილი), კონკრეტულად ელ.ენერგიის მიწოდების კუთხით, საქართველო 62-ე ადგილზეა, რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის სახარბიელო პოზიცია. რასაკვირველია, უცხოელი ინვესტორები ასეთ რეიტინგებს დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად, საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილის დაკავება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
ენერგეტიკა



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up