ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს? - BBC ქართული კერძის შესახებ

ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს? - BBC ქართული კერძის შესახებ

access_time2017-11-21 17:53:26

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური დააგემოვნა და მკითხველს შთაბეჭდილება გაუზიარა: "ყველით და ცომით დამზადებულ ხაჭაპურს საქართველოში ყველგან და ყოველთვის შეხვდებით. თუ ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი ხარ არ უნდა შეეხო ცომს და არ უნდა მოზილო, რადგან შენი განწყობა ხაჭაპურზე აისახება და ამას დაგემოვნებისას აუცილებლად შეამჩნევთ. ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ. მაკოს ნათქვამის არ მჯეროდა. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. მაკომ თავის ნათქვამის დასამტკიცებლად სამზარეულოში შემიყვანა. ახლა გაჩვენებ ქალს, რომელიც აცხობს ხაჭაპურს, გარანტიას გაძლევ როგორი მხიარულიც იქნება ის ქალი ისეთივე გემრიელი ხაჭაპური გამოვა. სამზარეულოს სკამზე ქალბატონი იჯდა და ცომს აბრტყელებდა, რომ დაგვინახა სახე გაუბრწყინდა და გაგვიღიმა. მაკომ მითხრა, ის ბედნიერია.


თუ ხაჭაპურს ბედნიერი ხალხი აცხობს, ეს ნიშნავს, რომ ხაჭაპური მომხმარებელს აბედნიერებს, ანუ ეს არის საუკეთესო კომფორტული საჭმელი.


კვლევების მიხედვით, ქართველების 88 %-ს ხაჭაპური ურჩევნია პიცას. ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტებმა ხაჭაპურის ინდექსიც შექმნეს, რომელიც ბიგ მაკის ინდექსის მსგავსად ჩამოყალიბდა. კავკასიაში ეკონომისტები ინფლაციაზე მონიტორინგს ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებით ახორციელებენ: ფქვილი, ყველი, კარაქი, კვერცხი, რძე და საფუარი.


ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორისა და მწერლის დალი ცანავას თქმით ხაჭაპური შეიძლება პიცას ენათესავებოდეს. მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი მოიტანეს. როგორც იცით მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ პიცის მსგავსი კერძი პურისა და ყველგან მზადდებოდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპური ჭყინტი ყველისგან მზადდება და შორიდან რომ შეხედოთ ისეთი ფორმა აქვს პიცა გეგონებათ. სვანური ხაჭაპურია კუბდარი, მეგრული ხაჭაპური იმერულის მსგავსად ყველით სავსეა და ზევიდან გამდნარი ყველის ფენა ადევს." დევიდ ფერლი სტატიაში აღწერს აჭარულ ხაჭაპურს და მის ფორმას ნავს ადარებს. სტატიაში მოყვანილია შეფ-მზარეულის მაკა ჩიხიაშვილის ციტატა: " აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიისა და კულტურის ანარეკლია. აჭარა შავ ზღვაზე მდებარეობს, აჭარლები ცნობილები იყვნენ გემთმშენებლობით და ამიტომ აქვს აჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა. კვერცხი მზე არის, ყველი კი ზღვა."-წერს BBC-ის ჟურნალისტი.


 

 

 



Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up