გაზის გლობალური კრიზისი საქართველოს ვერ შეეხება

გაზის გლობალური კრიზისი საქართველოს ვერ შეეხება

access_time2021-10-01 14:00:22

ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში ბუნებრივი გაზის კრიზისი მწვავდება, რაც შესაძლოა, სხვა იმპორტიორ ქვეყნებზე გადამდები აღმოჩნდეს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად გლობალურ ენერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კრიზისისგან დამცავ გზებს ეძებეს უამრავი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რადგან კრიზისი, პირდაპირ თუ ირიბად, შეიძლება ჩვენც შეგვეხოს.



რამდენად დაცულია საქართველო, როგორც გაზის უწყვეტი მომარაგების, ასევე ფასების მხრივ, ამის გარკვევას ,,კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებთან შეეცადა.



როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, პანდემიური ლოქდაუნების გაუქმების შემდეგ მიღებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გაზარდა ენერგიაზე მოთხოვნა შინამეურნეობებსა და სამრეწველო სექტორში.



მიუხედავად ამისა, ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამ უაღრესად ნეგატიური გლობალური პროცესის საქართველოზე გავლენას ნაკლებად ვარაუდობს. ამის საფუძველს, მისი შეფასებით, იძლევა მყარი კონტრაქტები, რაც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან აქვს გაფორმებული. არაბიძე დარწმუნებულია, რომ მინიმუმ, წლის ბოლომდე, პრობლემა არ გველის.



,,გაზის მიწოდების მიმართულებით საქართველოს საფრთხე არ ელის. საამისოდ საკმაოდ მყარი ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით ,,სოკართან“ და მიწოდების მხრივ ჩვენ არ შეგვექმნება პრობლემა. ამასთან უნდა ვისაუბროთ სოციალურ გაზზე, რომლის ფასი კომერციული სექტორისგან განსხვავებულია. აქ უფრო სტაბილურად არის საქმე, ვინაიდან რაც უფრო გაიზრდება ჩვენი გატარება სამხრეთ კავკასიურ მილსადენში, ბუნებრივია, გაზის მოცულობის მხრივ არაფერი დაგვემუქრება. რაც შეეხება ტარიფს, არ მგონია, წლის ბოლომდე რაიმე შეეხოს. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი არც მომავალ წელს უნდა დადგეს დღის წესრიგში, მით უმეტეს, თუ მოხერხდება ლარისა და დოლარის არსებული თანაფარდობის შენარჩუნება. დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი არ შეიცვლება. თუმცა, თუ ევროპასა და აზიაშიც ეს მაღალი ფასი შენარჩუნდება, მაშინ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს კომერციული გაზის კორექტირების საკითხი საქართველოშიც“, - ამბობს არაბიძე ,,კომერსანტთან“.



როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, 2021 საქართველომ შეღავათიან ფასში სულ 2,7 მლრდ კუბ/მ გაზი უნდა მიიღოს. აქედან 1,5 მლრდ ,,სოკარის“ გაზია, დანარჩენი ოფციურია და ა.შ.




დაახლოებით 1,4 მლრდ კუბ/მ გაზი მოსახლეობის მომარაგებას უნდა მოხმარდეს, 650 მლნ კუბ/მ გაზი განკუთვნილია თბოსადგურებისათვის. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, წლის განმავლობაში იყო 800-900 მლნ კუბ/მ გაზს მოიხმარს.



არაბიძე ფიქრობს, რომ ეს იმდენად მიზერულია მსოფლიო ბაზრისთვის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, როგორც ,,სოკარის“, ასევე ,,გაზპრომისთვის“ რაიმე პრობლემა შექმნას მოწოდების თვალსაზრისით.



,,წლის განმავლობაში, საქართველოს დაახლოებით 500 მლნ კუბ/მ ოფციურ გაზად რჩება. არსებობს ასევე BP-თან და ჩრდილოკავკასიური გაზსადენების მმართველებთან დადებული ხელშეკრულება, რაც ქმნის შეღავათიან ფასში გარკვეული რაოდენობის გაზის მიღების შესაძლებლობასაც. ამდენად, მიწოდების მხრივ ჩვენ რეალურად არაფერი გვემუქრება და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ გლობალური პროცესებისგან დაცულია, რა მდგომარეობაც დღეს ევროპაშია“, – განმარტავს ენერგეტიკოსი და დასძენს რამდენიმე მიზეზზეც, რამაც, მისი შეფასებით, ევროპაში გაზის კრიზისი გამოიწვია.



,,პანდემიურ პერიოდში ინვესტირება ნავთობსა და გაზში ძალიან მცირე იყო. პანდემიურ პერიოდში, ფაქტობრივად მთელი 2 წლის განმავლობაში ინვესტორებს თითქმის არაფერი ჩაუდიათ ახალი და ძველი საბადოებისთვის. შესაბამისად, როცა შეზღუდვები მოიხსნა, მოხმარება გაიზარდა და მიწოდება დააკლდა, რამაც შექმნა პრობლემა ანუ ერთ-ერთი მიზეზია ინვესტიციების ნაკლებობა პანდემიის პერიოდში. არც თუ უმნიშვნელოა ფასებზე მეორე ფაქტორის გავლენაც: 2020 ძალიან რთული წელი ევროპისთვის, მძიმე ზამთარი ჰქონდათ და გაზის ხარჯი ძალიან გაეზარდათ. არც 2021 წლის ზაფხული იყოს სასიამოვნო მაღალი ტემპერატურის გამო. ევროპის გაზსაცავები, რომელიც სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისისთვის თითქმის ყოველთვის ბოლომდე იყო შევსებული, მხოლოდ 70%-ის დონეზეა, შესაბამისად, მარაგების პრობლემა დაუდგა ევროპას. მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდია რუსული ფაქტორიც. კერძოდ, რუსეთმა დაამთავრა ჩრდილოეთ ნაკადი2-ის მშენებლობა და მას უკვე დასჭირდა გაზის ჩატვირთვა 1280 კმ-იანი გაზსადენში. ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტენ და რუსეთს მისცემენ საშუალებას, რომ ჩატვირთოს იქ გაზი. დეფიციტი აწყობს რუსეთს, რადგან ევროპაში დეფიციტის პურობებში მას შეუძლია ჩრდილოეთ2-ის ნაკადში 55 მლრდ კუბ/მ მოცულობის გაზი ჩატვირთოს. სექტემბრის დასაწყისში, როცა აუქციონზე გამოვიდა უკრაინის სიმძლავრეები, მათგან ,,გაზპრომმა“ 0,7% შეიძინა. ცხადია, რუსეთს არ აწყობს უკრაინის გავლით ევროპის მომარაგება, ამიტომ ცდილობს, ევროპა მთლიანად მიაბას ჩრდილოეთის ნაკადს, რაც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. კომპლექსურად ამ პროცესებმა გამოიწვიეს ფასის რეკორდული ზრდა, ვფიქრობთ სიტუაცია არ არის სახარბიელო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, დიდხანს გასტანოს, ვინაიდან ევროპა შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ევროპული გაზსაცავები შეივსება და ფასიც დარეგულირდება“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.



შეგახსენებთ, რომ ევროპაში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 30 სექტემბრის ვაჭრობის პირველ წუთებში 1000 კუბ/მ ცისფერი საწვავი $1100 ღირდა. ნიდერლანდებში TTF ჰაბზე ნოემბრის ფიუჩერსების ფასმა 1000 კუბ/მ -ზე $1100 შეადგინა და ფასის ზრდამ დღის განმავლობაში 4,3% შეადგინა.



რაც შეეხება ქართულ ბაზარს, შეგახსენებთ, რომ დღეს SOCAR არის საქართველოს მთავარი გაზის მიმწოდებელი კომპანია. SOCAR-ი აწვდის გაზს თურქეთსაც, რომელსაც შაჰ-დენიზის საბადოდან დაახლოებით 82 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უკვე მიეწოდა, აქედან თურქეთმა 12 მილიარდი კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღო 2018 წლის 30 ივნისიდან, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა სამხრეთ გაზის გაფართოებული დერეფნის პირველი ეტაპი.



აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია აქტიურად ვაჭრობს გაზით ევროპაში და ამარაგებს საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას.



საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად მიხედვით, 2021 წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92,3%-ს აზერბაიჯანიდან იღებს, რუსეთიდან წლის განმავლობაში 200 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტი არის დაგეგმილი.



რაც შეეხება ბუნებრივი აირის ადგილობრივ მოპოვებას, ქართული გაზი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0.4%-ს აკმაყოფილებს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up