ბანკები გაანულებენ უპერსპექტივო სესხებს მინიმალური ზარალით, რაც მათი პორთფელის გაჯანსაღებას გამოიწვევს“ - სესხის განულება უფრო მეტად ბანკების დახმარებაა თუ სოციალური პროექტი

ბანკები გაანულებენ უპერსპექტივო სესხებს მინიმალური ზარალით, რაც მათი პორთფელის გაჯანსაღებას გამოიწვევს“ - სესხის განულება უფრო მეტად ბანკების დახმარებაა თუ სოციალური პროექტი

access_time2018-12-06 14:00:00

ფინასისტმა თემურ ბასილიამ კომერსანტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სესხების განულება კომერციული ბანკების დახმარება უფროა, ვიდრე სოციალური პროექტი.



„არის ორი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც არავის უსაუბრია: პირველი ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის დახმარება? უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ ლიკვიდობის პრობლემა, რის გამოც ეროვნული ბანკი იძულებულია მათ მისცეს ე.წ. რეფინანსირების სესხები დაახლოებით მილიარდნახევარი ლარის ოდენობით.მაგრამ, მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ბანკებში არსებული პრობლემის მოგვარებას ეს აღარ ჰყოფნის. ამიტომაც, უკვე რამდენიმე თვეა ამ მიზნით ბიუჯეტის თანხების გამოყენებაც ხდება. ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკები გათავისუფლდებიან მათთვის უიმედო სესხებისგან და სანაცვლოდ მიიღებენ რამდენიმე ასეულ მილიონ რეალურ (და არა ქაღალდზე არსებულ) ლარს, რაც შეუმსუბუქებს მათ ლიკვიდობის პრობლემებს.


მეორე, ხომ არ არის ეს წმინდა კომერციული პროექტი? რეალობაა, რომ „ბანკი ქართუ“ სერიოზული დისკაუნტით ყიდულობს სხვა ბანკებისა და დაწესებულებებისგან დაბალი საიმედოობის მქონე სესხებს. ამ გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ მოიზიდონ რამდენიმე ასეულ ათასი ახალი კლიენტი. ეს სრულიად კანონიერი მოქმედებაა, რაც შესაძლოა საკმაოდ კარგად გათვლილი სტრატეგიაც იყოს, რომელიც ემსახურება „ბანკ ქართუს“ ძლიერ საფინანსო დაწესებულებად ჩამოყალიბებას“-აღნიშნავს ბასილია.


კომერსანტი დაინტერესდა როგორია სხვა ექსპერტების პოზიცია, უკავშირებენ თუ არა ისინი სესხების განულებას კომერციული ბანკების ინტერესებს.


ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი თვლის, რომ სესხების განულებამ შესაძლოა ბანკების საკრედიტო პორტფელი გააჯანსაღოს, თუმცა ეს განსაკუთრებით დადებით შედეგს ბანკებისთვის ვერ მოიტანს. ამასთან, ინიციატივა ძირითადად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და რთულია განხორციელებამდე მის სოციალურ ასპექტებზე საუბარი.




„ეს ბანკების ინტერესებს, რომ ემსახურებოდეს საუბარი უნდა იყოს კოლოსალურ თანხებზე, ჯამში ამ პორტფელების შესყიდვა ალბათ 100 მილიონ ლარს არ გაააჭარბებს, რაც ბანკებისთვის ნამდვილად ვერ იქნება სარგებლის მომტანი. ამასთან ბანკებს ნამდვილად არ აქვთ ლიკვიდურობის პრობლემა და რომც ჰქონდეთ ეროვნული ბანკი დაეხმარება ამის მოგვარებაში. მეორე მხრივ, როდესაც პორტფელს პრობლემური სესხები სცილდება ეს დადებითია ბანკისთვის, თუმცა ამის მიუხედავად, რომ ვნახოთ საბანკო პორტფელი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დიდი ბანკებისთვის არ აქვს, რამდენადაც მათ პორტფელში ნაკლებია პრობლემური სესხების წილი, სწორედ ქართუ ბანკია მოწინავე პრობლემური სესხების ოდენობით . ინიციატივის მიზეზს რაც შეეხება, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება არჩევნების მეორე ტურს და მიზანი ამომრჩევლის მოსყიდვა იყო. ეს ნაბიჯი ეკომიკური ცალსახად არ არის, რადგან მაკროეკონომიკურ პარამეტრზებზე არ აისახება, არც ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს, არც ბიუჯეტირებაზე და ასევე საეჭვოა რომ დასაქმების პრობლემა მოაგვაროს, როგორც მთავრობის წამომადგენლები აპელირებენ. ვალების განულების სოციალურ ასპექტებზე ჯერ რთულია საუბარი, ამაზე უფრო ნათელი წარმოდგენა განხორციელების შემდეგ შეგვექმნება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს 600 ათას ადამიანზე ნაკლებს შეეხება, თუმცა რამდენად სამართლიანია ამ ადამიანების შერჩევის პრინციპი, ესეც ცალკე საკითხია.“-განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.



საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სესხების განულების ინიციატივას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რომელსაც ბანკების ინტერესებთან კავშირი არ აქვს.



„პირველ რიგში ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც მოგება ნახა მმათველმა პოლიტიკურმა ძალამ. რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკური ეფექტი გამოვძებნოთ, თუნდაც რომელიმე სექტორისთვის ძალიან გაგვიჭირდება. მე არ ვეთანხმები აზრს, რომ ეს არის კომერიული ბანკების დახმარება, რადგან ეს მაინც ბანკების ხარჯში გაწერილი სესხებია. ბანკები ამ სესხებს მაინც ამოიღებდნენ ან იმ ფასად გაყიდდნენ რა ფასადაც მიყიდეს ფონდ ქართუს, შესაბამისად, ამას ბანკებზე გავლენა არ აქვს,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანების განულების შესახებ, უფრო მეტად სოციალუ ხასიათს ატარებს და სწორი ნაბიჯია, რომლითაც ბანკებიც ნახავენ სარგებელს პორტფელის გაჯანსაღების ხარჯზე.



„პირველი რიგში ეს უფრო მეტად სოციალური პროექტია ვიდრე ბანკების დახმარება. თუმცა ამით, ცხადია, ბანკებიც ისარგებლებენ. ამ მხრივ ბატონი თემურ ბასილია მართალია. ბანკები გაანულებენ უპერსპექტივო სესხებს მინიმალური ზარალით, რაც მათი პორთფელის გაჯანსაღებას გამოიწვევს. ბანკებისთვის ბევრი პრობლემური სესხი ზედმეტი წნეხია, ამიტომ მათთვის ამ კუთხით სესხების განულება დადებითია. როგორ კრიტიკულადაც არ უნდა შევხედოთ ამ პროექტს, ეს არის ფაქტობრივად ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის წუთშესვენება, რომ დაიწყონ ზრუნვა არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებაზე. აღსანიშნავია პოლიტიკური ასპექტით, რადგან სესხების განულებაზე წინასაარჩევნოდ საუბარმა ხელი შეუწყო მმართველ გუნდს და ამ მხრივ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნები სამართლებრივი შეფასებას სჭირდებს. ეს მაინც სახელისუფლებო პროექტია, რადგან ქართუ ბანკის დონორი მმართველი პარტიის ხელმძღვანელია, “ განაცხადა ვაჟა ბერიძემ. 




მარიამ ტიტვინიძე





"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up