Emotions are Georgia – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანიის პრეზენტაცია გამართა

Emotions are Georgia – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანიის პრეზენტაცია გამართა

access_time2018-07-19 20:02:15

Emotions are Georgia ასე ჰქვია ახალ კამპანიას რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა. 2017 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ აქტიური ზრდა განაგრძო , 2017 ში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,182,534 -ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 7 მილიონს. 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 7,902,509- ს მიაღწია ( +17,6%)


საქართველო სტუმარ მასპინძლობის უნიკალური ფენომენის მქონე ქვეყანაა, სწორედ ამ ფენომენის, უნიკალური ბუნების, კულინარიის, ქართული ღვინის, გართობის, 4 სეზონიანი კურორტების წყალობით ტურისტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან სამშობლოში.


თითოეული ეს შთაბეჭდილება გააზიარეს ტურისტებმა სოციალურ ქსელებში.


7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ეს ემოციები ერთად შეგროვდა და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შეიქმნა.


emotionsaregeorgia ასე ჰქვია ახალ კამპანიას რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.


კამპანია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ვებ გვერდი, ვიდეო რგოლი, წიგნი, გარე რეკლამა


ვებგვერდის აღწერა: ტურისტებს შესაძლებელობა ექნებათ, დააგენერირონ მათ ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზირებული, ქვეყნის გზამკვლევი. ასევე, მათი კონტრიბუციის პოსტის სახით ნახვის.


ვიდეო რგოლის აღწერა: ვიდეო რგოლი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტის ავტორები. მეორე ნაწილში, კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვების და ანალიზის მეთოდს და მოუწოდებს მაყურებელს თავისი გზამკვლევის დაგენერებისკენ.

წიგნი : შეიქმნა 3 წიგნი - ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.


კამპანია სრულად აგებულია ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საქართველოში მოგზაურობისას.


Emotions are Georgia-ს პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.


განთავსდა სპეციალური ინტერაქტიული სტენდი, სადაც გამოიფინა წიგნები და ინფორმაცია პროექტის შესახებ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარ ინტერესზე მორგებული პერსონალური ციფრული გზამკვლევ შეედგინათ და დაეთვალიერებინათ.






თეგები:
Emotions are Georgia



რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up