Emirates SkyCargo-მ COVID-19-ის ვაქცინის 1 მლრდ-ზე მეტი დოზა გადაზიდა

Emirates SkyCargo-მ COVID-19-ის ვაქცინის 1 მლრდ-ზე მეტი დოზა გადაზიდა

access_time2022-04-15 17:50:00

არაბეთის გაერთიანებული საამიროების საჰაერო სატვირთო გადამზიდავმა Emirates SkyCargo-მ თავისი თვითმფრინავებით COVID-19 -ის ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გადაზიდა. სატვირთო გადამზიდველმა, ამ ისტორიულ ეტაპს მიაღწია 2020 წლის ოქტომბერში პირველი საცდელი მიწოდებიდან 18 თვის შემდეგ.


კომპანიამ 4,200 ტონაზე მეტი COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირება, რომელიც ეკვივალენტურია მილიარდზე მეტი დოზის,80-ზე მეტ მიმართულებაზე 2000 ფრენით მოახდინა. ავიაგადამზიდავის მონაცემებით, მათ მიერ ტრანსპორტირებული ვაქცინების 2/3 განვითარებად ქვეყნებზე მოდის.


ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში, Emirates SkyCargo გახდა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო გლობალური ლოჯისტიკის დაგეგმვა COVID-19 ვაქცინების მომავალი გადაზიდვებისთვის. 2020 წლის ოქტომბერში Emirates-მა გამოაცხადა ცალკე GDP-ს სერტიფიცირებული საჰაერო ჰაბის მშენებლობა COVID-19 ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის. იმავე თვეში, Emirates Cargo-მ, ლოჯისტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, განახორციელა COVID-19 ვაქცინების საცდელი მიწოდება დუბაის გავლით.



2021 წლის იანვარში Emirates SkyCargo-მ ჩამოაყალიბა COVID-19 ვაქცინების განაწილების ლოგისტიკის ალიანსი დუბაის წამყვან კომპანიებთან, რათა დაეჩქარებინა ვაქცინების მიწოდება განვითარებად ქვეყნებში დუბაის გავლით. 2021 წლის თებერვალში, გადამზიდავმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს UNICEF-თან, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ COVID-19 ვაქცინების ტრანსპორტირებას და COVAX პლატფორმის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა. 2021 წლის აპრილის დასაწყისში Emirates SkyCargo-მ ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზის ტრანსპორტირება განახორციელა.


2021 წლის ივნისში Emirates SkyCargo-მ გააფართოვა ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, გაზარდა მისი სიმძლავრე დამატებით 60-90 მილიონი დოზამდე. ვაქცინების დისტრიბუციისა და მენეჯმენტის გლობალურ გაფართოებასთან ერთად, Emirates SkyCargo-მ გაზარდა COVID-19 ვაქცინების მიწოდება წარმოების ადგილებიდან დანიშნულების ადგილამდე, მიაღწია ვაქცინის 250 მილიონ დოზის მიწოდებას 2021 წლის სექტემბრისთვის, ხოლო 600 მილიონ დოზას – 2021 წლის დეკემბრისთვის.


Emirates SkyCargo არის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური საჰაერო გადამზიდავი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ფარმაცევტული პროდუქტებისთვის. გარდა COVID-19 ვაქცინებისა, გადამზიდავი ატარებს სხვა კრიტიკულ მედიკამენტებს 140-ზე მეტ მიმართულებაზე. Emirates-ის თვითმფრინავით ყოველდღიურად დაახლოებით 200 ტონა ფარმაცევტული ტვირთის ტრანსპორტირება ხდება.


avianews.ge


თეგები:
Emirates SkyCargo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up