ემიგრანტებზე ჩამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა

ემიგრანტებზე ჩამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა

access_time2019-11-25 17:15:16

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეების იმედად დარჩა. ერთი შეხედვით წინსვლა თითქოს სახეზეა – უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, საშუალო ხელფასის მოცულობა იზრდება, ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა, ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში დავწინაურდით, იდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ქართულ პროდუქციას უაზარმაზარ სამომხმარებლო ბაზრებს უხსნის, იგივე ევროკავშირისა და ჩინეთის მაგალითით, მაგრამ… მაგრამ მეორე შეხედვით, უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმადე დასვლის პარალელურად, სახეზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტიანი კლება, ეროვნული ვალუტის დევალვაციური ტალღები, ტურიზმიდან გენერირებული თანხის კლება, ინფლაციის მაღალი, 6.9 პროცენტიანი ნიშნული, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, საპროტესტო აქციები, გაძვირებული და გაძვირების ზღვარზე მყოფი სამომხმარებლო პროდუქტები, რაც საბოლოო ჯამში არასახარბიელო სოციალურ ფონს უკიდურესად ამძიმებს.


მართალია, სამხედრო კონფლიქტში ჩართული ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ერთიანი, შედეგზე გათვლილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც უპასუხებს რეალურ ტენდენციებს და მას მხოლოდ სოციალური დატვირთვა არ ექნება. ასეთი რამ კი დღეს არ არსებობს და თუ არსებობს, არაეფექტური და არაეფექტიანია. მხოლოდ საბანკო სფეროსა და ტურიზმის განვითარება ვერ იქნება უზრუნველმყოფელი იმ სიკეთეების ფართო მასშტაბებზე განვრცობის, რომლებსაც ქვეყნის მხოლოდ მცირე ჯგუფი გრძნობს.


ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ქვეყანამ ექვსი ეკონომიკის მინისტრი გამოიცვალა და იმედია, დღეს პოსტზე მყოფი მეშვიდე მინისტრი, მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი ნაბიჯების გადამდგმელი. თავად ციფრ შვიდსაც ხომ სიმშვიდისა და გონებაზე ზემოქმედების მაგიური ძალა გააჩნია.


ასე და ამგვარად, დღეს უკვე მივიღეთ ის რეალობა და გავიღვიძეთ ისეთ საქართველოში, სადაც ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას გადააჭარბა. კერძოდ, 2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით აჭარბებდა. თუ 2018 წელს ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ მილიარდ 428.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მილიარდ 232.4 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტად შემცირდა, როცა ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების ნაკადი 41 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.


მსგავსი ტრენდი კარგს არაფერს მოასწავებს. მეტიც, განგაშის ზარების მანიშნებელია, რადგან საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით რეცესიაში შედის და წინა პლანზე ემიგრანტების მიერ გენერირებული თანხა გამოდის. თუ პირველ შემთხვევაში, ინვესტიციების მატება ქვეყნის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და მოქალაქეთათვის ანკესის მიცემის საშუალებას იძლევა, მეორე შემთხვევაში, ფულადი ნაკადების ინვესტიციების მოცულობაზე გასწრება, მოქალაქეთათვის უბრალოდ თევზის მიცემას ნიშნავს, რითაც გამოკვება და კარგი დაშვების პირობებში, კეთილდღეობის მცირედით გაუმჯობესების პრესპექტივაა. დიახ, მცირედით, იმ მცირედით, რითაც ისევ ამ მოჯადოებულ წრეზე ვივლით, რაზეც ბოლო 30 წელია დავდივართ.


ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანას „სომხური პერსპექტივა“ ელის, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლების წყაროდ ფულადი გზავნილებია გამხდარი.


ისიც უნდა ითქვას, რომ ემიგრირებული მოქალაქეების ოფიციალური სტატისტიკა რეალური სურათის დასანახად არ გამოდგება, რადგან ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან კანონიერად გასვლის მონაცემებს ასახავს.



მიგრაციის ოფიციალური მაჩვენებლით, მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 9 წლის განმავლობაში, საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა -35 982. 2017 წლის მონაცემებით კი მიგრაციული სალდო -2 212 ადამიანს შეადგენდა, რაც 2016 წლის მონაცემზე ნაკლებია. 2016 წელს ეს მაჩვენებელი -8 060 შეადგენდა.


ქვეყნიდან გასვლის მიზეზი კი, უმეტსწილად ქვეყნის შიდა საზღვრებში ვერდასაქმების, დაბალი ხელფასებისა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოტივიდან გამომდინარეობს. ანუ, ქართველები უცხოეთში ძირითადად სამუშაოს საძიებლად მიდიან.


ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს ემიგრანტების რაოდენობა 90 584 ადამიანს, ხოლო 2013 წელს 95 064 ადამიანს შეადგენდა.


რაც შეეხება არაოფიციალურ სტატისტიკას, მონაცემები უფრო მასშტაბურია. მაგალითად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აღწევს. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსეთს საბერძნეთი მოსდევს – 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილას უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი). დიასპორის სიმცირით გამოირჩევა ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).


სამწუხაროდ, ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულებად ჩამოყალიბდა იმ გაგებით, რომ მათ მიერ ქვეყანაში გადმორიცხული თანხებით უამრავი ქართული ოჯახი საზრდოობს. რა თქმა უნდა, იმ ინტელექტუალური და არამხოლოდ ინტელექტუალური რესურსით, რაც ქვეყნის გარეთაა გასული, ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ანუ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას.


აქვე, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის გზავნილებზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დოლართან მიმართებით. ლარის გაუფასურება კი, როგორც წესი, მყისიერ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში მიმდინარე ფასების სტაბილურობაზეც.


მასშტაბი, როგორც მონაცემებიდან ჩანს, საკმაოდ დიდია. ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება და მათი დასაქმება ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესში შედის. რამდენად ახერხებენ თუ ვერ ახერხებენ ამას ესა თუ ის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, რომ არა ემიგრანტების ძალისხმევა და მათ მიერ გადმორიცხული მილიარდები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დადგებოდა ეკონომიკური პრობლემების წინაშე.


ასეთია სამწუხარო რეალობა.


ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.334 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.477 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.440 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს – 1.079 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს – 1.153 მილიარდი აშშ დოლარი, 2017 წელს 1.387 მილიარდი აშშ დოლარი, 2018 წელს 1.579 მილიარდი დოლარი, ხოლო მიმდინარე, 2019 წელს ქვეყანაში უკვე გადმორიცხულია 153 მილიონ დოლარზე მეტი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“




აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...


მსგავსი სიახლეები

up