ემიგრაციაში საქართველოს 1748 მოქალაქე გარდაიცვალა – 4 წლის სტატისტიკა

ემიგრაციაში საქართველოს 1748 მოქალაქე გარდაიცვალა – 4 წლის სტატისტიკა

access_time2019-04-11 15:25:21

უცხოეთში ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ვრცელდება. 2014-2018 წლებში ემიგრაციაში გარდაცვილთა რაოდენობამ 1748 მოქალაქე შეადგინა.


„საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით, 2014 -2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართელოს მოქალაქეთა რაოდენობა 1748 მოქალაქეს შეადგენს” – ნათქვამია საგარეო უწყებიდან „პრაიმტაიმისთვის” გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია ბართაია აწერს.


თუ მედიაში 2019 წელს გავრცელებულ ინფორმაციასაც მოვიძიებთ ამ ციფრს კიდევ 10 დაემატება.



ამ დრომდე დაუზუსტებელია ქართველი ემიგრანტების საერთო რაოდენობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ამ სტატისტიკას არ აწარმოებს. ამავდროულად კი მედიაში ქვეყნდება ოფიციალური და არაოფიციალური კვლევები, რომელთა თანახმად ემიგრციაში საქართველოს 840 ათასიდან 1 მილიონამდე მოქალაქე ფიქსირდება.


ეს ციფრი მამუკა ბახტაძემაც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში დაადასტურა.


„რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს” – განაცხადა პრემიერმა.


“პრაიმტაიმი”



თეგები:
ემიგრაცია



უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up