Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მოემზადოს წევრობისთვის

Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მოემზადოს წევრობისთვის

access_time2020-10-01 17:20:03

ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, „მოემზადოს წევრობისთვის“, – ამ სათაურით Emerging Europe სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ქრეიგ ტურპ-ბალასი წერს, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, „სრულად გამოიყენოს“ ნატო-სთან დაახლოების ყველა შესაძლებლობა და „მოემზადოს წევრობისთვის“.

„ბრიუსელში ვიზიტის დროს, გახარიას ასევე შეახსენეს, რომ ნატო-ს იმედი აქვს, საქართველო მომავალი თვის არჩევნებზე უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილოს. „ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატო-სთვის“, – თქვა სტოლტენბერგმა“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და შეაფასა ქვეყნის პროგრესი რეფორმის განხორციელების მხრივ, რომელიც მიზნად ისახავს „დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურებისა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას”.

„სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ პროგრესს მიაღწია როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზების, ისე დემოკრატიის განმტკიცების მხრივ. სტოლტენბერგს სურდა, კიდევ ერთხელ გამოეხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ქვეყნის მეხუთედი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ“, – წერს ავტორი.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები“, – ამბობს სტოლტენბერგი.

სტატიის მიხედვით, გახარიამ ნატო-ს ხელმძღვანელს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა, „მოირგოს ახალი როლი“ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„ბრიუსელში ყოფნისას, გიორგი გახარია ასევე შეხვდა ევროკომისარს მეზობლობისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარეჰეის და ხელი მოაწერა 129 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას, რაც დაეხმარება საქართველოს გაუმკლავდეს Covid-19-ის გავრცელებასა და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ორივე შეთანხმება არის ევროკავშირის რეაგირების ნაწილი Covid-19-ზე Team Europe ინიციატივით“, – ნათქვამია სტატიაში.


„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას Covid-19 პანდემიის ფონზე. ჩვენ კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესზე”, – განაცხადა ვარჰეიმ.

სტატიის ავტორის თქმით, კრიზისის დასაწყისიდან ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც მობილიზებულია საქართველოსთვის, მოიცავს სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას პანდემიასთან და მის გავლენასთან გამკლავებაში.

„დახმარების ღონისძიებები მოიცავს სამედიცინო საშუალებებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, სესხებსა და გრანტებს ბიზნესისა და ფერმერებისთვის ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. დღეს გაფორმებული დაფინანსების ორი შეთანხმება ევროკავშირის Covid-19 მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია საქართველოსთვის და გააძლიერებს დახმარებას ორი ძირითად მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება და ეკონომიკური განვითარება დედაქალაქ თბილისის გარეთ. 75 მილიონი ევროს გრანტის საშუალებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დახმარება პანდემიის გავლენასთან გამკლავებაში. ღონისძიებები მოიცავს სოციალურ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები რთულ პერიოდში. იგი ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფექციის გავრცელების პოტენციური ზრდისთვის მოსამზადებლად. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ გეგმას 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებით, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას დედაქალაქის გარეთ. იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ეკონომიკური განვითარებით, პროგრამა ფოკუსირდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქმედებებზე, როგორიცაა ურბანული ზონების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ან მშენებლობა, ტურიზმის განვითარების წახალისება და მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა და ინოვაციები. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს დეცენტრალიზაციის მხარდასაჭერად და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“,- წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ჯანდაცვის წარმომადგენლების აღიარებაც დაიმსახურა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკაცრი შეზღუდვებისა და ყოველდღიურად ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა: გუშინ დაფიქსირდა 298 ახალი შემთხვევა – დღემდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანამ გადადო სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, ახლა კი ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას. არჩევნებზე მოქალაქეები შეაფასებენ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ჯანსაღ ლიდერობას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში და, სავარაუდოდ, ადვილად მოიპოვებს სრულ უმრავლესობას. პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 5,5 პროცენტით შემცირდება, ძირითადად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემცირების შედეგად, მოგზაურობაზე კორონავირუსის შეზღუდვების გამო“, – წერია სტატიაში.


1tv.ge


თეგები:
Emerging Europe



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up