EMERGING EUROPE: ქართული სტარტაპები ინვესტიციებისთვის მზად არიან

EMERGING EUROPE: ქართული სტარტაპები ინვესტიციებისთვის მზად არიან

access_time2020-10-20 11:30:00

,,ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის“ - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის Emerging Europe - ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს.

სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ,,ქართული სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს გლობალურ პროექტებზე მუშაობა, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები და სურთ დაიპყრონ მსოფლიო“ - ვკითხულობთ ტექსტში.

სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA - ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს. „Stack App - სტარტაპი, რომელიც ინტერნეტში მუშაობაზე წარმოდგენას მთლიანად ცვლის. გლობალური გაფართოების მიზნით კომპანიაში 850,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 500 Startups -მა (აშშ) და უმსხვილესმა ჰოლანდიურმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital.“ - აღნიშნულია სტატიაში.


სტატიაში საუბარია ასევე IT სექტორში საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, კერძოდ კი საერთაშორისო კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ხუთ პროცენტამდე შემცირებაზე. ,,ეს კარს უღებს ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც უკეთეს ადგილს ეძებს საკუთარი ბიზნესისთვის“ - წერს ჟურნალისტი.

business-partner.ge


თეგები:
სტარტაპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up