EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის  საუკეთესო ბანკად აღიარა

EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

access_time2020-03-31 15:07:37

თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო.გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი, ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში.


„ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance -ისგან რამდენიმე ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ისე ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ მიღწევებს პერსონალური, საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის მიმართულებით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.



„ვულოცავთ თიბისის ამ აღიარებას. კომპანია აგრძელებს მუდმივ განვითარებას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას", - განაცხადა EMEA Finance -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტოფერ მურმა.


EMEA Finance წამყვანი ფინანსურ გამოცემაა ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ჟურნალი 2008 წლიდან გამოდის და ის ინფორმაციის სანდრო წყაროს წარმოადგენს ფინანსურ და კორპორატიულ სექტორში დასაქმებული აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.


(R)


თეგები:
თიბისი



„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან
access_time2021-01-26 13:30:15
1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და ასევე სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ იციან. „დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, ჯერ არ არის ცნობილი....


მსგავსი სიახლეები

up