EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

access_time2020-04-02 15:15:32

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად.


„დღეს, საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის[1], კარანტინისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, დასაქმებულების ნაწილს კვლავ უწევს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული[2] ე.წ. ‘აუცილებელი შრომის’ შესრულება. აუცილებელია შრომა შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებითი შრომა, რომელიც არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს. მიუხედავად აუცილებელ სამუშაოზე დასაქმებული მუშახელის საქმიანობის კრიტიკული მნიშვნელობისა, ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური საფრთხის ქვეშ, უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე და უფლებების სისტემატიური დარღვევის პირობებში მუშაობენ. მედიაში გავრცელებული და ჩვენი ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დასაქმებულების ისედაც მძიმე სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილების საფუძველზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვებით, ბევრ დასაქმებულს სამუშაო ადგილზე მისვლის შესაძლებლობა შეეზღუდა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებულია[3] საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსის კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთ გადაადგილება.


საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის, სასურსათო მაღაზიებში, სამედიცინო დაწესებულებაში, სააფთიაქო ქსელებსა და სამკერვალოებში დასაქმებულთა უმრავლესობა არ გადაადგილდება საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მუნიციპალიტეტებში მოქმედი ტაქსების ყოველდღიური გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, მათ მატერიალურ შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, მითითებული შეზღუდვა პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულთა მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობაზე. აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვნად ზრდის დამსაქმებელთა მხრიდან ამ ფაქტორების ბოროტად გამოყენების ალბათობას, რაც დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმით და მათთან დადებული შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტით გამოიხატება.


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით[4]. სატრანსპორტო შეზღუდვის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილზე დასაქმებულის საკუთარი ხარჯებით გამოცხადება, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად უნდა ჩაითვალოს. დაუშვებელია დასაქმებულებს მოეთხოვოთ საკუთარი ხარჯებით, ქვეყანაში დაშვებული M1 სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ასევე სამუშაო ადგილებზე, ტაქსებით გამოცხადება. აღნიშნული გარემოება მძიმედ აისახება ისედაც მიზერულ ანაზღაურებაზე დასაქმებული პირების შემოსავალზე. ამასთან, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა[5]. შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს, რათა შრომითი ურთიერთობა შეცვლილ გარემოებებს მიუსადაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულებს უნდა შეუნარჩუნდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ანაზღაურება სრულად.



საქართველოში, დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბი უკიდურესად მაღალია, ხოლო დასაქმებულთა სამართლებრივი დაცვის ბერკეტები უკიდურესად სუსტი. დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის არსებული ძალაუფლებრივი ასიმეტრია კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო ცხადი გახდა. მრავალი დასაქმებული სამსახურისა და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დამსაქმებლების მხრიდან შექმნილი კრიზისული ვითარების ბოროტად გამოყენების გამო რჩება.


შესაბამისად, ერთი მხრივ, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გამოიყენოს საგანგებო უფლებამოსილება და:


საგანგებო მდგომარეობის ვადით, დამსაქმებლებს დაავალოს დასაქმებულთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილზე მიყვანისა და წამოყვანის გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს დამსაქმებლებს შესაბამისი მხარდაჭერა“-ნათქვამია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up