ემბარგო ირანის წინაამღდეგ - რას მოითხოვს აშშ ჩინეთისგან?

ემბარგო ირანის წინაამღდეგ - რას მოითხოვს აშშ ჩინეთისგან?

access_time2020-01-14 20:30:05

აშშ  ჩინეთისგან ირანული ნავთობის ყიდვაზე უარის თქმას  მოითხოვს. სწორედ ჩინეთი ყიდულობს ამერიკელების მიერ სანქციების შემოღების შემდეგ დარჩენილი ირანული ნავთობის დიდ ნაწილს.ამერიკის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის თქმით, მისი უწყების წარმომადგენლები  ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩინელ მაღალჩინოსნებთან  მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან.

 

ეს განცხადება მან ვაშინგტონში ჩინეთის სავაჭრო დელეგაციის ჩამოსვლის წინ გააკეთა. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ პეკინმა შეწყვიტოს ირანული ნავთობის იმპორტი - ამის თაობაზე მინისტრმა Fox News -ისთვის მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა.

 

 სანქციების წყალობით, ვაშინგტონმა 95%-ით შეამცირა ირანის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან  - აღნიშნა სტივენ მნუჩინმა.

 

 მისი თქმით, დარჩენილი ნავთობის ძირითადი შესყიდვები მოდის სწორედ ჩინეთზე  და ის პირადად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ცდილობს დაარწმუნოს პეკინი შეწყვიტოს თანამშრომლობა თეირანთან.

 

 მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის მთავრობა დათანხმდა ირანული ნავთობის ოფიციალურ, სახელმწიფოებრივი შესყიდვების შეჩერებას, თუმცა, აშშ ცდილობს საქმე სრულ ემბარგომდე მიიყვანოს  და ირანული ნავთობისკენ კერძო კომპანიებსაც ჩაუკეტოს გზა. სწორედ ამიტომ,  ვაშინგტონმა სანქციები იმ ჩინური კომპანიების წინაამღმგედ  შემოიღო , რომლებსაც  ნავთობი ირანიდან შემოჰქონდათ.

 

მანამდე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა  ახალი ანტიირანული სანქციების შემოღების თაობაზე გამოაცხადეს.

 

აკრძალვები გავრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებსაც შეხება  აქვთ  ირანის ეკონომიკის ისეთ მსხვილ სექტორებთან, როგორიცაა ც მშენებლობა, გადამამუშავებელი და ტექსტილური წარმოება, სამთომოპოვება, და მეტალურგია.

 

პომპეოს თქმით, ადმინისტრაციას ასევე შემოაქვს სანქციები აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევებთან და „მადესტაბილიზირებელ საქმიანობასთან“ დაკავშირებული 8 ირანელი მაღალჩინოსნის წინაამღდეგ.

 


პრეზიდენტმა განაცხადა მკაფიოდ და გასაგებად - ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებს მანამ, სანამ ირანი არ შეწყვეტს ტერორისტულ საქმიანობას და არ იტვის უარს ბირთვული იარაღის შექმნაზე - განაცხადა მაიკ პომპეომ.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სანქციების გამო ირანი არ შეწყვეტს ნავთობის გაყიდვას და  სტრატეგიული საქონლით ვაჭრობას ჩრდილში გადაიტანს.

 

ეს არ არის ახალი პრაქტიკა თეირანისთვის, რომელიც მიჩვეულია ამერიკულ სანქციებს.  პირველი შეზღუდვები შემოღებულ იქნა 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ. მაშინაც აიკრძალა ნავთობის ექსპორტი, გაიყინა ირანული დეპოზიტები და შეწყდა ირანული პროდუქციის ექსპორტი შტატებში.

 

1984 წელს რონალდ რეიგანმა შემოიღო დამატებითი სანქციები, 1995 წელს კი ბილ კლინტონმა  შტატებში  ნებისმიერი ირანული საქონლის იმპორტი აკრძალა.

 

2016 წელს ბარაკ ომაბამ შეარბილა სანქციები, რადგანაც თეირანმა შეასრულა ბირთვული შეთანხმების პირობები, თუმცა, დონალდ ტრამპმა სადამსჯელო ზომები ისევ გაამკაცრა.


 როგორც ცნობილია, 15 იანვარს  შტატებში ჩინური დელეგაციის ჩამოსვლა იგეგმება, რომელიც ამ შეთანხმებას  ხელს მოაწერს.დოკუმენტმა უნდა გამორიცხოს ამერიკის მიერ ჩინური საქონლის დამატებით რაოდენობაზე ტარიფების შემოღება. დღეს აშშ-ს და ჩინეთს შორის ჯერაც მიმდინარეობს სავაჭრო ომი, რომელიც დაკავშირებულია ამერიკელების მხრიდან ჩინურ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის საშეღავათო პირობების მიღების სურვილთან. დაპირისპირება გრძელდება 2018 წლის ზაფხულიდან, როდესაც ვაშინგტონმა 25%-იანი ტარიფები 34 მლრდ. დოლარის ჩინურ პროდუქციაზე შემოიღო.

 

მაშინ პეკინმა მიიღო საპასუხო ზომები, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად  ჩინური ბიზნესი დაზარალდა.

 

2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომლის დროსაც მხარეები ჩინური პროდუქციის დამატებით მოცულობაზე ტარიფების გაზრდის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.15 ოქტომბერს მხარეებმა  კონსენსუსს მიაღწიეს.

 

 ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ძალიან სწრაფად მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რადგანაც ჩვენ ეს ძალიან გვსურს - განაცხადა აშშ- ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების შედეგების შეჯამებისას.

 

მაშინვე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჩინეთი რჩება აშშ-ს მოწინაამღდეგედ რამდენიმე სფეროში, თუმცა, ამის მიუხედავად, შტატები  პეკინთან დიალოგისთვის მზადაა.

 

მისი თქმით, ამერიკას აინტერესებს თანამშრომლობა ჩინეთთან ეკონომიკის და შეიარაღების კონტროლის დარგში. განსაკუთრებით თეირანს და ვაშინგტონს შორის ცივი ომის ესკალაციის და ბირთვული შეთანხმებიდან ირანის გასვლის ფონზე.

 

აშშ-სთვის პეკინის  ანტიირანულ სანქციებთან მიერთება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც თეირანს გაუჭირდება სხვა, ამავე ზომის ნავთობიმპორტიორის მოძიება.თანაც, ვაშინგტონი ცდილობს არ დააზარალოს ჩინეთიც  და პეკინს ამერიკულ ნავთობს შეუზღუდავი რაოდენობით  და კარგი პირობებით სთავაზობს.

 

ეს ჩააყენებს ირანს უმძიმეს მდგომარეობაში, გააძლიერებს ამერიკის პოზიციებს ირანთან ცივ ომში  და თანაც იქნება კარგი წინასაარჩევნო გამარჯვება ტრამპისთვის, რომელიც უკვე ემზადება მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის ბრძოლისთვის.

 

 GAZETA.RU


თეგები:
ირანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up