საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგებისთვის ჯერ ნაადრევია ზაფხულის არადადაგების დაგეგმვა.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია ეს ვირუსი. ვირუსის გავრცელება შენელდა. ახლა ახალ ფაზაში შევდივართ. ჯერ ნაადრევია არდადაგებზე საუბარი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გააკეთა კომენტარი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზაფხულის არდადაგების პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა შეზღუდული იქნება.
„შევეცდებით ევროკავშირის ფარგლებში დავრჩეთ. შესაძლოა ამის შეზღუდვაც მოგვიწიოს. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ზუსტი ინფორმაცკია ივნისის დასაწყისში გვექნება“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge