საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პრობლემური მუტაცია ვირუსის სირთულესა და აგრესიულობას ცხადყოფს.
„საქმე გვაქვს ვირუსის პრობლემურ მუტაციასთან. ეს ყველაფერი ვირუსის სირთულესა და აგრესიულობას ცხადყოფს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ფხიზლად უნდა უყოს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 20%-ით გაიზარდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
imedinews.ge