საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს, ვაქცინაციის შესახებ მას კითხვები დაუსვან.
„მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჯერ კიდევ კითხვები აქვს, ეშინია, ბევრი ისმენს ცრუ ინფორმაციას, ჭორებს. ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. მოდით, დამისვით და მე შევეცდები ვიყო რაც შეიძლება პირდაპირი და მკაფიო“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა 40-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო.
imedinews.ge