„ემ კვადრატი" ბათუმის ბაზარზე შედის – კომპანიას ქალაქში მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა

„ემ კვადრატი" ბათუმის ბაზარზე შედის – კომპანიას ქალაქში მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა

person access_time2016-03-25 11:00:23

ემ კვადრატს" ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის  მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა. მთავრობის განკარგულების მიხედვი კომპანიას ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 289 კვ.მე ფართი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით კი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 10 000 კვ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უნდა განხორციელდეს, მოხდეს უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, კომპლექსის დასრულებიდან ერთ თვეში კი კომპლექსის მიწისზედა მე-2 სართულზე საოფისე დანიშნულების სივრცეში, 190 000 დოლარის  ღირებულების ფართი გარემონტებულ მდგომარებაში სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცეს. ამას გარდა, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის 150 კვადრატული  ფართი  უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაეცეს.


დეველოპერული კომპანია ემ კვადრატს" საცხოვრებელი კომპლექსები ამ დრომდე მხოლოდ თბილისში აქვს. კომპანია ასევე შევიდა სასტუმრო ბიზნესში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ემ კვადრატს" 7 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსს გამოუყოფს თბილისში საერთაშორისო ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად. კორპორაცია მიიჩნევს, რომ დაბალბიუჯეტიანი და საშუალო ფენაზე გათვლილი სასტუმროების სეგმენტი პრაქტიკულად განუვითარებელია, რაც დიდ სხვაობას იწვევს მოთხოვნას და მიწოდებას შორის. ირკვევა, რომ ემ კვადრატი" თბილისში Ramada Encore-ის ბრენდს შემოიყვანს.

 


ემ კვადრატის" გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძის მათი გეგმა გულისხმობს თბილისში და შესაძლოა საქართველოს სხვა ქალაქებშიც 300 მეტი ხელმისაწვდომი სასტუმ ნომრის მშენებლობას. სასტუმრო გეგმავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას. შედის თუ არა კომპანიის გეგმებში სასტუმროების გახსნა ბათუმში, ამ ეტაპზე უცნობია.



 



კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ​1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში...


მსგავსი სიახლეები

up