„ბაზარზე არის მოთხოვნა მესამე ადგილობრივ, უფრო მოქნილ და ინოვაციურ მოთამაშეზე“ -  „Glovo“-ს და „Wolt“-ს ახალი კონკურნეტი ჰყავთ

„ბაზარზე არის მოთხოვნა მესამე ადგილობრივ, უფრო მოქნილ და ინოვაციურ მოთამაშეზე“ - „Glovo“-ს და „Wolt“-ს ახალი კონკურნეტი ჰყავთ

access_time2020-12-08 16:00:46

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც თბილისში,  ახალი საკურიერო პლატფორმა „ელვის სისწრაფით“ გამოჩნდა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მალევე მოერგო და კრიზისში მყოფ სარესტორნო სექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორ გეგმავს „ელვის სისწრაფით“ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და შეძლებს თუ ქართული კომპანია კონკურნეცია გაუწიოს უკვე ყველასთვის ცნობილ საკურიერო კომპანიებს „Glovo“-ს და „Wolt“-ს. დეტალებზე ელვისის თანადამფუძნებელის ლევან კილაძე საუბრობს. მისი თქმით, ბრენდზე და დეველოპმენტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს, ხოლო ვარდისფერ ჩანთიანი კურირები ბაზარზე ახლახასნს გამოჩნდნენ. კომპნია ოპერირებას შეღავათიანი ფასებით იწყებს.  კილაძის თქმით, როგორც რესტორნების ასევე მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება უკვე დიდია. მისი განმარტებით, ქსელში ყოველდღიურად 10-15 რესტორანი ემატებათ, შედეგად შეკვეთების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ელვისი მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ სერვისს და ტექნოლოგიურ სიმარტივეს შესთავაზებს. თუმცა ახლა კომპანიისთვის პრიორიტეტი სტუმართ-მასპინძლობის სექტორია, კომპანიის მენეჯმენტს ქვეყანში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითრების გამო, რესტორნებისთვის მაღალი საკომისიოს გამორთმევა არასამართლიანად მიაჩნიათ.

 

ლევან კილაძემ „კომერსანტთან“ დელივერის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში დაახლოებით ორი წელია რაც ორი დიდი უცხოური კომპანია წარმატებით ოპერირებს და ბაზარზე არის  მოთხვონა მესამე, ადგილობრივი, უფრო მოქნილი და ინოვაციური მოთამაშისთვის.

 

 

„დელივერის სერვისი საქართველოში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა, რაშიც წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანიების მიერ დიდი შრომა ჩაიდო . დღეს ეს ორი კომპანია ქართულ სარესტორნო სექტორს წარმატებით ემსახურება და მათი შემოსავლის დიდ ნაწილს, საკომისიოს სახით იღებენ და გააქვთ ქვეყნიდან, შესაბამის სათაო ოფისებში. ამრიგად, ვფიქრობთ სწორ დროს შემოვდივართ ქართულ ბაზარზე და „მესამე ალტერნატივის“ სახით, შევეცდებით სიახლეები შემოვიტანოთ, უფრო საინტერესო გავხადოთ კონკურენცია, რითიც საბოლოო ჯამში მომხმარებელი იხეირებს“, განაცხადა ლევან კილაძემ.

 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ ელვისის უკან, ტექნოლოგიურ სტარტაპებში გამოცდილი გუნდი დგას: ერთის მხრივ, კომპანია „ლემონდუ“, რომელსაც არაერთი წარმატებული პროდუქტი შეუქმნია და გაუტანია საერთაშორისო ასპარეზზეც (TKT.GE, SS.GE, Moitane, მობილური თამაშები და აპლიკაციები..), მეორეს მხრივ, საქართველოში წამყვანი ციფრული სააგენტო „კრაკენი“, რომლის პორტფელშიც არაერთი საერთაშორისო კონკურსის ოქროს პრიზია.

 


„ელვისის“  უპირატესობები  მოქნილობა, ძლიერი IT პლატფორმა და გამოცდილი გუნდია.  ვინაიდან ახალი გაშვებულები ვართ და ახლა ვიზრდებით, გვაქვს მეტი თავისუფლება გადაწყვეტილებებში და მეტი მოქნილობა, რათა ზუსტად მოვერგოთ პარტნიორებისა და მომხმარებლების სურვილებს“, — აღნიშნავს ლევან კილაძე.

 

კომპანია ელვისის ტექნიკურ ჯგუფში და ოფისში დაახლოებით 20 ადამიანია დასაქმებული, რაც შეეხება კურიერების რაოდენობას, მათი რაოდენობა  ყოველკვირეულად  იცვლება, ზოგიერთმათგანთან  წინასწარი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, ზოგთანაც კი დატვირთულობიდან გამომდინარე ხდება თანამშრომლობა. კომპანიაში განმარტავენ, რომ უახლოესი ერთი თვე პრომოს პირობებში ელვისი მომხმარებელს მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს, რადგან ხდება პლატფორმის ტესტირება, ხოლო შემდეგ მიტანის საფასური  მომხმარებელთა აქტიოვობაზე იქნება დამოკიდებული.

 

„უახლოესი ერთი თვე გვექნება პრომო  და უფასო მიტანა, რადგან  ხდება პლატფორმის ტესტირება, შემდეგ  მიტანის სერვისის ფასები დამოკიდებული იქნება მომხმარებლი საქტივობაზე და ბევრი საინტერესო  შეთავაზება გვექნება, თუმცა საფასური  არ იქნება  კონკურენტებზე მეტი“, -  განაცხადა ლევან კილაძემ.

 

 

ელვისი ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ოპერირებს, თუმცა სამომავლოდ ბათუმში და ქუთაისში გეგმავენ შესვლას. თუმცა ეს ყველაფერი არაა, კომპანიას სამომავლოდ უფრო დიდი, ამბიცური გეგმები აქვთ:

 

„გამომდინარე  იქიდან, რომ ერთი კვირაა გავეშვით  ჯერ თბილისში დავიწყეთ ოპერირება, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით, არეალი ბევრად უფრო დიდი გვაქვს, ვემსახურებით ცენტრისგან შედარებით მოშორებულ უბნებს, 1 წელიწადში  ბათუმში  და ქუთაისშიც შევალთ. ყველაფერს როცა ავაწყობთ ქვეყნის გარეთაც გვინდა გასვლა და როგოც გლოვო და ვოლტი იპყრობენ, სხვა  ქვეყნებს ჩვენც გვინდა რომ ქართული დელივერ სერვისით ახალ ქვეყნებში შევიდეთ“, -  აცხადებენ ქართულ სტარტაპში.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up