ელონ მასკის მორიგი უჩვეულო ნაბიჯი - Tesla ენერგოსერვისების პროვაიდერ SolarCity-ის $3 მილიარდად ყიდულობს

ელონ მასკის მორიგი უჩვეულო ნაბიჯი - Tesla ენერგოსერვისების პროვაიდერ SolarCity-ის $3 მილიარდად ყიდულობს

person access_time2016-06-22 14:00:21

ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს ენერგოსერვისების პროვაიდერი SolarCity-ს შეძენა $3 მილიარდად სურს. 

 

Tesla-ს სურვილია, შექმნას კომპანია, რომელიც ელექტრომობილისთვის ყველა საჭირო სერვისს გააერთიანებს. Tesla-ს გენერალური დირექტორის, ელონ მასკის განცხადებით, მის წარმოდგენაში უკვე არსებობს Tesla-ს მაღაზია, სადაც ავტომობილების მზის ენერგიით დატენვა შესაძლებელია - „ხუთი წუთი და ყველაფერი მზადაა. ადამიანებს მარტივი გადაწყვეტილებები მოსწონთ,“ – აღნიშნა მასკმა. საინტერესოა, რომ მასკი SolarCity-ს აქციების 22%-ს ფლობს და აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელიცაა. 



მიმდინარე წელი Tesla-სთვის საკმაოდ რთული იქნება. კომპანიას ძალიან რთული სამუშაო ელის. ამ ეტაპზე Tesla-ს უკვე 400,000-ზე მეტი ჯავშანი აქვს მიღებული და Tesla Model 3-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ელექტრომობილის შეძენა, რომლის საფასური $35,000-ია, 2017 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. მასკის თქმით, Tesla-სა და SolarCity-ის საერთო, ინტეგრირებული პროდუქტი 2017 წლიდან შეიქმნება. „ეს არის ოცნება განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც ერთ კომპანიაში იქნება თავმოყრილი,“ – განაცხადა კვლევითი კომპანიის, Kelley Blue Book-ის ანალიტიკოსმა კარლ ბრაუერმა. მისი განმარტებით, კომპანიები ერთმანეთის კულტურას კარგად იცნობენ და თანამშრომლობა წარმატებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ელონ მასკის მორიგ უნიკალურ ფინანსურ ნაბიჯად არის შეფასებული. ახლახან გამოქვეყნებულ Wall Street Journal-ის ანგარიშში მიმოხილული იყო ელონ მასკის უჩვეულო ტაქტიკები. ერთ-ერთ მაგალითად კი მოყვანილი იყო გარიგება, რომლის მიხედვითაც მასკის სარაკეტო კომპანია SpaceX-მა SolarCity-სგან $214 მილიონის ობლიგაციები შეიძინა. მასკის მიხედვით, SolarCity-ს შეძენასთან დაკავშირებით საუბრები წლების განმავლობაში მიდიოდა. SolarCity-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორისა და მასკის ბიძაშვილის, ლინდონ რაივის მიხედვით, ორი კომპანიის გაერთიანებაში უცნაური ნაწილი იყო ის, რომ მათ დიდი ისტორია არ გააჩნიათ. „თუმცა გარიგების წარმატებით დასრულება დიდ შესაძლებლობებს გულისხმობს,“ – განაცხადა მან. 



„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up