Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უნდა უნდა მოხვდეს ავტომობილი მიწისქვეშ არსებულ ინოვაციურ გვირაბში, რომელზე ფიქრიც მასკმა დეკემბერში, საცობში ყოფნის დროს დაიწყო.
მასკის პროექტით, უნდა მიწისქვეშ უნდა აშენდეს გვირაბების სისტემა, რომლებიც ავტომობილებს საცობის გარეშე გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტის სახელწოდებაა Boring Company. მასკის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ავტომობილები გვირაბში გადაადგილებისათვის სპეციალურ სადგომზე განთავსდებიან, რომელიც მანქანის დიდი სისწრაფით გადაადგილებას დაიწყებს.
ცხადია, გვირაბში მოსახვედრად ავტომობილს ლიფტი ესაჭიროება. ქვემოთ მოცემულშეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ წარმოუდგენია მასკს ავტომობილის მიწისქვეშ ჩაყვანის პროცესი.
CNBC