ელონ მასკი მარსის კოლონიზაციას აპირებს

ელონ მასკი მარსის კოლონიზაციას აპირებს

access_time2016-09-26 18:24:23

Tesla Motors-ისა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ელონ მასკი საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესზე იმ ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ აპირებს საუბარს, რომლის გადაჭრის შემთხვევაში, მარსზე დასახლება შესაძლებელი გახდება.

 

„ადამიანის მულტიპლანეტურ სახეობად გადაქცევა" - ასე ეწოდება გვადალახარაში (მექსიკა) გასამართ კონგრესზე მასკის გამოსასვლელ სიტყვას.

 

ინოვატორული იდეებით ცნობილ მასკს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე და სიკვდილი მისი ოცნებაა. კომპანია SpaceX სწორედ მარსზე გასამგზავრებელი მისიის იდეით შეიქმნა. მასკის გათვლით, პირველი ხომალდი ადამიანების გარეშე მომდევნო ორი წლის შემდეგ გაიგზავნება, ხოლო 2025 წელს მარსზე უკვე ადამიანები გაივლიან.


 

SpaceX-მა NASA-სთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას კოსმოსში ამერიკელი ასტრონავტების გაყვანის უფლება აქვს. მიმდინარე თვის დასაწყისში SpaceX-ს პრობლემები შეექმნა, როდესაც მისი ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდი აფრენამდე აფეთქდა.

 

 

აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა მასკის თქმით, ასტრონავტები მომავალში სპეციალურ კაფსულაში იქნებიან მოქცეულები, რაც ხომალდის აფეთქების შემთხვევაში მათ უსაფრთხოებას დაიცავს

 



ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...


მსგავსი სიახლეები

up