ელონ მასკი გვირაბებში რევოლუციის მოხდენისთვის ემზადება

ელონ მასკი გვირაბებში რევოლუციის მოხდენისთვის ემზადება

access_time2017-12-11 09:30:23

თითქოს ელექტრომობილების წარმოება და მარსისკენ კოსმოსური ხომალდების გაშვება საკმარისი არ იყო - ელონ მასკს ახალი პროექტი აქვს, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური ვერსიის შექმნას ითვალისწინებს.


მასკის კომპანიამ, რომელსაც The Boring Company ეწოდება („მოსაწყენი კომპანია“), გამოაქვეყნა რუკა, რომელიც ლოს-ანჯელესში გვირაბების სატრანსპორტო სისტემის პირველად მარშრუტს ასახავს. ამ გზით კი, მოხდება ქალაქის საცობებისგან განთავისუფლება და ავტომობილების დანიშნულების ადგილას გაცილებით უფრო სწრაფად გადაყვანა.


მასკის ინოვაციურ სატრანსპორტო სისტემაში, ავტომობილები გვირაბში ჩასვლის შემდეგ მოთავსდებიან სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც მოძრაობას 200-250 კმ/სთ-ის სიჩქარით დაიწყებს. მეტროს სისტემისგან განსხვავებით, მისი გადაადგილება A პუნქტიდან B პუნქტში პირდაპირ, შეუჩერებლად მოხდება.


CNNMoney-ის მიხედვით, მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობა და მეტროსადგურების დამატება უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან ეს მილიარდობით დოლართან არის დაკავშირებული. ამასთან, დიდი თანხებია საჭირო არსებული მეტროსადგურების შენარჩუნებისა და მათი განახლებისთვის. ელონ მასკის პროექტი კი უფრო ნაკლებ თანხებს, სწრაფ გადაადგილებასა და ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ითვალისწინებს.



აღსანიშნავია, რომ მასკის პროექტი მხოლოდ ლოს-ანჯელესს არ მოიცავს. The Boring Company-იმ მთავრობისგან მერილენდში 16.25 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის უფლება მიიღო. სავარაუდოდ, კომპანია, ჩიკაგოს ცენტრისა და საერთაშორისო აეროპორტის დასაკავშირებლად კიდევ ერთ ნებართვას მიიღებს.


ლოს-ანჯელესის მერიისა და Boring Company-ის განცხადებით, კონცეფციის რეალურად განხორციელებისათვის საზოგადოების მხარდაჭერა არის საჭირო. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: თუკი მოძრავი პლატფორმა ავტომობილს დანიშნულების ადგილას მიიყვანს, მან ავტომობილი გვირაბიდანაც უნდა ამოიყვანოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გვირაბის ამოსასვლელთან საცობი იქნება, შესაბამისად, პრობლემა შეიქმნება უშუალოდ მიწისქვეშა სისტემაშიც.


აღნიშნული სახის პრობლემა მეტროს შემთხვევაში არ არსებობს, რადგან მეტროში ჩასხდომისა და გადმოსვლისთვის ადამიანებისათვის სივრცე სპეციალურად არის განკუთვნილი. შესაბამისად, The Boring Company-ის გეგმების განხორციელებისათვის, შემდეგ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებული, უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება საჭირო.



CNNMoney




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up