ელკომერციის ასოციაცია: ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა

ელკომერციის ასოციაცია: ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა

access_time2022-01-18 20:00:00

საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი მზარდია. ბოლო წლებში კი მომხმარებელს მომსახურების გაწევას არაერთი ონლაინ მაღაზია სთავაზობს.


ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა, თამარ გოგოლაშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა, ამ მაღაზიათა ნაწილი არაკეთილსინდისიერია და ზოგჯერ, მომხმარებლისგან თანხის მიღების შემდეგ ბაზრიდან ქრება.


„ბევრი ახალი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა. ბაზარზე ძალიან მარტივი შემოსვლის მექანიზმია. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია Facebook-ზე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდი და მომხმარებელს საკუთარი მომსახურება შესთავაზოს. ასეთ დროს, თუ მომხმარებელი გამოუცდელია შეიძენს ნივთს, რის შემდეგაც ამ ონლაინ მაღაზიის მფლობელი შეიძლება საერთოდ აორთქლდეს, მომხმარებელი კი ფულს დაკარგავს. ამ შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ამ ინდუსტრიის ცნობადობა უნდა გაიზარდოს და 2022 წელს ეს ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი იქნება“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.



მისივე თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორისთვის არასასურველია. ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საკითხს დროთა განმავლობაში ბაზარი თავად დაარეგულირებს.


„ეს ბუნებრივი პროცესია მზარდი ბიზნესისთვის. რაც უფრო იზრდება სექტორი, ხიბლი ჩნდება, რომ მეტი მოთამაშე შევიდეს ბაზარზე. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთისლინდისიერი და ხარისხიანი მაღაზიების ფილტრაცია თავად ხდება“,- განმარტა თამარ გოგოლაშვილმა.


business-partner.ge





აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up