ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

access_time2019-11-13 23:55:32

„საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვ.“, - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით დანერგვისა და მომსახურების გაფიცრულების პროექტის პრეზენტაციის შემდეგ. ინფორმაციას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. პროექტის მხარდამჭერია აშშ - ის საელჩო საქართველოში.




ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შეუმცირებს სამუშაოს მოცულობას და გაზრდის ეფექტურობას. მისი თქმით, ის ასევე გაზრდის ვაჭრობის უსაფრთხოებას, რადგან ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას ყველა დაინტერესებულ უწყებას შორის.



„პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებაში. მოხარულები ვართ, რომ შეერთებული შტატების საელჩო ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს ამ პროგრამის მხარდასაჭერად სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების სხვა შესაბამისი პროექტების საშუალებით,“ - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.







საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up