ელიზაბეტ ჰოლმსის ამბავი: როგორ მოატყუა პატარა გოგომ მთელი მსოფლიო

ელიზაბეტ ჰოლმსის ამბავი: როგორ მოატყუა პატარა გოგომ მთელი მსოფლიო

access_time2022-01-22 12:30:13

ოდესღაც მას „შემდეგ სტივ ჯობსს“ უწოდებდნენ. მისმა განაცხადმა – შეექმნა ტექნოლოგია, რომელიც სისხლის რამდენიმე წვეთით დაავადებების ფართო სპექტრს გამოიკვლევდა, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. საზოგადოებას ამ იდეის თითქმის 18 წლის განმავლობაში სჯეროდა. ახლა ელიზაბეტ ჰოლმსი 37 წლისაა და საკმაოდ დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კალიფორნიაში, სან ხოსეში მიმდინარე სასამართლო პროცესი ელიზაბეტ ჰოლმსის გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა – ნაფიცმა მსაჯულებმა ჰოლმსი დამნაშავედ ცნეს. Theranos-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დამნაშავედ თაღლითობისა და შეთქმულების ოთხ საქმეში გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებით კალიფორნიაში ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა.



Theranos-ის აღზევება

ელიზაბეტ ჰოლმსმა Theranos 2003 წელს, 19 წლის ასაკში დააარსა. სტარტაპის დაფუძნების შემდეგ მომავალმა ანტრეპრენერმა სტენფორდის უნივერსიტეტი დატოვა და ბიოტექნოლოგიებზე გადაერთო. ჰოლმსი ამბობდა, რომ მისი მიზანი ისეთი კომპანიის შექმნა იყო, რომელიც სისხლის ანალიზს ყველა მომხმარებლისთვის გახდიდა მარტივად ხელმისაწვდომს – მოაშორებდა პაციენტებს უზარმაზარ ნემსებსა და სტანდარტული დიაგნოსტიკისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას.

მალე ახალგაზრდა ჰოლმსმა განაცხადა, რომ მან სპეციალური მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც თითიდან აღებული სისხლის რამდენიმე წვეთით 200-ზე მეტ სამედიცინო პარამეტრზე იძლევა ინფორმაციას.

მომხიბვლელმა და ამბიციურმა ჰოლმსმა მალევე მიიპყრო მედიის ყურადღება. გათამამებულმა მომავალმა ლიდერმა კომპანიაში მაღალი დონის მრჩევლები და ინვესტორები მიიწვია. Theranos-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდნენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნები – ჰენრი კისინჯერი და ჯორჯ შულცი, ასევე აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნები – ჯეიმს მეტისი და უილიამ პერი. კომპანიაში ინვესტირება განახორციელეს მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა და აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ყოფილი მდივნის – ბეტსი დევოსის ოჯახმა.

კომპანიამ დაფუძნებიდან რამდენიმე წელიწადში $945 მილიონი მოიზიდა და თანამშრომელთა რაოდენობა 800-მდე გაზარდა, გააფორმა შეთანხმებები რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელთან. 2013 წელს სააფთიაქო ქსელმა Walgreens-მა არიზონაში მდებარე მაღაზიებში Theranos-ის „ველნეს ცენტრების“ განთავსება დაიწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილობრივი ფარმაცევტისთვის მიემართათ და სისხლის რამდენიმე წვეთის საშუალებით სრული სპექტრის ანალიზი შეეკვეთათ.





Theranos-ის დაცემა

საზოგადოებასა და ინვესტორებს სჯეროდათ, რომ Theranos სისხლის ნიმუშების გასაანალიზებლად თავის ახალ მანქანებს იყენებდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპანიას თავისი პლატფორმის საშუალებით მხოლოდ რამდენიმე პარამეტრზე შეეძლო სისხლის შემოწმება. დანარჩენ პარამეტრებზე სისხლის ნიმუშები სტანდარტულ ლაბორატორიებში მოწმდებოდა. თუმცა, რადგანაც ამ ლაბორატორიებისთვის თითიდან აღებული სისხლის მოცულობა საკმარისი არ იყო, მას სხვადასხვა მეთოდით განაზავებდნენ. შედეგად კი, მიღებული პასუხებიც არასანდო იყო.

„სისხლის წვეთიდან ყველა ინფორმაციის მიღების იდეაში ფუნდამენტური ხარვეზი იყო. ყველაფრის გამოვლენისთვის იქ უბრალოდ საკმარისი რაოდენობის მოლეკულებიც კი არ არის“, – განაცხადა მოგვიანებით ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკის დეველოპერმა და მკვლევარმა პოლ იაგერმა.

ჰოლმსის ჩანაფიქრმა გამოაშკარავება 2015 წელს დაიწყო. The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ამბობდა, რომ Theranos პრაქტიკულად არ იყენებდა საკუთარ გამოგონებას, ხოლო სისხლის ნიმუშები სტანდარტული ლაბორატორიული აღჭურვილობით მოწმდებოდა და არა კომპანიის მიერ შექმნილ აპარატზე. ითქვა ისიც, რომ Theranos-ის ანალიზების შედეგები ხშირად არაზუსტი იყო.

შემდეგ ყველაფერი აირია. Theranos-ის საქმიანობით სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) და გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდნენ. ინვესტორებმა კომპანიას უჩივლეს. აშშ-ის ჯანდაცვის სერვისების ცენტრებმა ჰოლმსის ლაბორატორიები გამოიკვლიეს და საქმიანობა ორი წლით აუკრძალეს. ჰოლმსსა და Theranos-ის ყოფილ პრეზიდენტს – სანი ბალვანის აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამაც უჩივლა და ბრალი მასობრივ თაღლითობაში დასდო.



განაჩენი

3 იანვარს კალიფორნიის შტატის სან ხოსეს ფედერალურმა სასამართლომ ჰოლმსი დამნაშავედ ცნო პროკურორების მიერ წაყენებულ 4 ბრალდებაში. ნაფიცმა მსაჯულებმა იგი ბრალდებულად არ ცნეს დამატებით სამ ბრალდებაში. ახლა მას თითოეულ ბრალდებაზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. Theranos, რომლის ღირებულება ერთ დროს $9 მილიარდს შეადგენდა, სამუდამოდ დაიხურა. სილიკონ ველის ცნობილი კომპანია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ინდუსტრიას გარდაქმნას ჰპირდებოდა, თაღლითობა აღმოჩნდა.

Theranos-ის სკანდალი წიგნების, ფილმებისა და პოდკასტების სერიებისთვის „მსუყე საკვები” აღმოჩნდა. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ამბავი ერთგვარ გაფრთხილებად იქცა სამეწარმეო ინტერესების მქონე მეცნიერთათვის. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს შეხსენებაა დამწყები ფირმებისა და ანტრეპრენერებისთვის, ადრეულ ეტაპზე გაუზიარონ თავიანთი მონაცემები კოლეგებს, ინვესტორებთან ურთიერთობისას იყვნენ უფრო ფრთხილები და პატიოსნები.

„ჰოლმსის დაღუპვა ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ Theranos-ის ტექნოლოგია მის საკუთრებაში იყო, არ გამოაქვეყნა, არ სურდა მისი საზოგადოებისთვის გაზიარება. მას რომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ განხილვებში, ინვესტორების მოტყუებამდე გაირკვეოდა, რომ ტექნოლოგიის პრობლემები აქვს. ამას შესაძლოა, იძულებული გაეხადა ჰოლმსი, მიმართულება შეეცვალა ან კომპანია დაეხურა და ინვესტორების მოტყუება შეეწყვიტა. ეს, თავის მხრივ, მას დანაშაულის ჩადენაში ხელს შეუშლიდა“, – ვარაუდობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკის დეველოპერი, მკვლევარი პოლ იაგერი.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up