კომპიუტერული ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია „ალგორითმის“ მენეჯერის დავით კორახაშვილის განცხადებით, უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქსს“ კომპანიის ვალი აქვს.

access_time2019-09-16 18:01:39

კომპიუტერული ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია „ალგორითმის“ მენეჯერის დავით კორახაშვილის განცხადებით, უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქსს“ კომპანიის ვალი აქვს.

როგორც კორახაშვილი BM.GE-ისთან საუბარში აცხადებს, ის კომპანიისგან არსებული ვალის დაფარვას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

„ალგორითმის“ მენეჯერის განმარტებითვე, 2008 წელს ალგორითმმა „ელიტ ელექტრონიქსში“ 200 000 ლარის კომპიუტერული ტექნიკა შეიტანა.

„ელიტ ელექტრონიქსს 11 წლის განმავლობაში ჩვენ მიმართ მის მიერ აღიარებული დავალიანება აქვს, რომელიც 135 000 ლარს შეადგენს, 2008 წელს ჩვენი კომპანიის მხრიდან მათთან 200 000 ლარის კომპიუტერული ტექნიკა შევიდა, თუმცა 135 000 ლარი დარჩა გადასახდელი. ელიტ ელექტრონიქსს ჩვენთვის თანხა დღემდე არ გადაუხდია, განაცხადა კორახაშვილმა.

დავით კორახაშვილის თქმით, დაახლოებით, 4 თვის წინ „ელიტ ელექტრონიქსმა“ ალგორითმს არსებული დავალიანების ნაწილის უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ეს მოლაპარაკება არ შედგა.

„თანხა სრულად უნდა დაფარონ. როდის დაფარავენ დავალიანებას ამას არ ამბობენ. ვალის დათმობას გვთავაზობენ, ანუ ნახევარს ჩარიცხავენ და ნახევარს არა?!“ - ამბობს კომპანიის მენეჯერი.

BM.GE თემის კომენტირებისთვის მერე მხარესაც დაუკავშირდა. „ელიტ ელექტრონიქსში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ალგორითმის მიერ დავალიანებასთან დაკავშირებით მედიაში განცხადებების გაკეთება. მათივე თქმით, არსებული დავალიანების გადახდა 2022 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელიტ ელექტრონიქსი 2010 წლიდან იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და მიმდინარე ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ის ასევე წარმატებით ართმევს თავს რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად იმ უამრავი სიძნელისა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე სხვადასხვა დროს წარმოიქმნა. შპს „ალგორითმის დავალიანებაც სწორედ ამ დროიდანაა წარმოქმნილი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით, როგორც სხვა მე-6 რიგის კრედიტორების დავალიანება, მისი გადახდაც 2022 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული.

ამის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი იყო შპს „ალგორითმისთვისაც ან თუ რაიმეს დაზუსტება სჭირდებოდათ, ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ როგორც ჩვენგან დამოუკიდებლად, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ასევე შეეძლოთ მოემართათ ჩვენთვის ან რეაბილიტაციის მმართველისათვის, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კრედიტორმა ჩვენდა სამწუხაროდ, მედიით ხმაური გადაწყვიტა. არც კი წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ რომელიმე ჩვენს პარტნიორ დებიტორ კომპანიაზე (ჩვენდამი დავალიანების მქონე კომპანიაზე) მათთან კომუნიკაციის გარეშე მედიით დავიწყოთ ინფორმაციის გაჟღერება, - აღნიშნავენ კომპანიაში.

BMG

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

მსგავსი სიახლეები

up