“წლების განმავლობაში ბიზნესობმუდსმენი რომ იყავი, ეკონომიკის მინისტრი რომ იყავი, პრემიერ-მინისტრი რომ იყავი და ახლა ამბობ ქვეყნის პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო - ძალიან უხერხულია! კი არადა სამარცხვინოა! ესეიგი ეს წლები ან თავად მონაწილეობდი კორუფციაში და ნეპოტიზმში ან თვალებს ხუჭავდი ერთზეც და მეორეზეც. თუ მისი გადადგომის მერე აღმოცენდა ეგ მანკიერებები? “. - ასე გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვებს, სადაც ექსპრემიერი ამბობდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნეპოტიზმი და კორუფციაა.