„ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ - რა ეტაპზეა ბაზრობის განახლების გეგმა

„ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ - რა ეტაპზეა ბაზრობის განახლების გეგმა

access_time2021-05-31 11:00:15

„რამდენიმე წელიწადში ელიავა განახლებულ სახეს მიიღებს“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, 2020 წლის 25 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც ჩანს საუბარია მინიმუმ 5 წელიწადზე, რის შემდეგაც ელიავას ბაზრობა, რომელზეც უკვე ამდენი წელია დისკუსიები მიმდინარეობს გადატანა/არგადატანის საკითხზე და სარეკრაციო სივრცედ გადაკეთებაზე, გახდება სივრცე, სადაც შეთავსდება, როგორც გამწვანებული ასევე, საზოგადოებრივ_საქმიანი ზონები.


ყველაფერი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, შპს არტსტუდიო-პროექტმა, რომელიც ამჟამად ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციას ადგენს, რამდენიმე დღის წინ, მერიას წინასაპროექტო კვლევა წარუდგინა. „კომერსანტი“ კომპანიის დამფუძნებელსა და არქიტექგტორს გიორგი სულაბერიძე ესაუბრა, რომელიც გვიყვება, რომ კვლევამ აჩვენა ის, რაც ისედაც აშკარა იყო - ქალაქის ცენტრში ელაივას ბაზრობის მსგავსი შენობა ნაგებობების არსებული ფორმით ფუნქციონირება მიუღებელია.

 

„ჩვენ ორი დღის წინ ჩავაბარეთ ჩვენს დამკვეთს, თბილისის მერიას,  პროექტის პირველი ეტაპი რასაც ჰქვია კვლევითი ეტაპი - ესაა წინასაპროექტო კვლევა, რომელიც მოიცავს ტოპოგრაფიას, გეოლოგიას, არსებული შენობების დაფიქსირებას, მათი მდგომარეობის შეფასებას მდგრადობის, უსაფრთხოების კუთხით. მათ შორის ტრანსპორტის კვლევა და ეკოლოგიური კვლევები. ამისთვის ორი თვე იყო გამოყოფილი. ახლა მერიისგან შენიშვნებსა და კომენტარებს ველოდებით. 10 დღეში კი გადავალთ ახალ ეტაპზე, რასაც ჰქვია პროექტის ეტაპი. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა დავასრულოთ საბოლოო დოკუმენტი, მაგრამ 2 კვირაში უნდა გვქონდეს საჯარო განხილვა, სადაც დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებს მოვისმენთ.


 კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ ვიცით, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი ობიექტების და ნაგებობების არსებობა მიუღებელია, ესაა  საფრთხის შემცველი, გარემოს დამაბინძურებელი, დასაქმებული ხალხისთვის იქ არასათანადო სამუშაო პირობებია. ყველაფერი სხვადასხვა დოზით შევაფასეთ და დავინახეთ, რომ არის არასახარბიელო მდგომარეობა. ელიავას ბაზრობა ძირფესვიან რეკონსტრუქციას საჭიროებს და უმეტეს შემთხვევაში თავიდან აშენებას იმიტომ, რომ იქ არსებული შენობა ნაგებობების 80 პროცენტი  არაკაპიტალურია და ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს. დაშლილი მანქანების და ცუდ მდგომარეობაში მყოფი პროფილაქტიკების არსებობა ზოგადად მიუღებელია. უნდა იყოს მოწესრიგებული მათ შორის მისასვლელი გზები, გამწვანება იყოს რაღაც დოზით. აქ შეიძლება შეთავსება სარეკრეაციო ზონისა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის. ეს ტერიტორია სრულიად ქაოტურადაა ათვისებული და შენობების 90 პროცენტი გააზრებული გეგმის გარეშეა განთავსებული.  არაა მოწესრიგებულლი პარკინგები, სატრანსპორტო სისტემა და ასე შემდეგ.


ჩვენმა ეკონომისტებმა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით დათვალეს არსებული უძრავი თუ სხვა ქონების ღირებულება, ასევე სხვა პარამეტრები, თუ რა არის დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი, კომპანიების საშუალო ბრუნვები და რა გადასახადებს იხდიან ისინი. ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ კვლევის ეტაპზე. საბოლოოდ, ეს არ იქნება იქ არსებული მესაკუთრეების ბიზნესისს შელახვა. ისინი თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ბევრი მხარეა დაინტერესებული, არიან მესაკუთრეები მაცხოვრებლები, დაინტერესებული ხალხი, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია დაბინძურების გამო. იმედი მაქვს რომ ყველა დაინტერესებული მხარე სწორად გაიგებს რომ ვცდილობთ მათი ინტერესების შელახვის აგრეშე მოვძებნოთ ოპტიმალური ვარიანტი.

 


ამ ეტაპზე, ძალიან მიჭირს ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციის  საბოლოო ვადებზე საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციას, რომელსაც მერია თუ მოიწონებს, მერე მან უნდა დაიწყოს საკუთარი ფუნქციების შესრულება და კონკრეტული მოლაპარაკება დაინტერესებულ მხარეებთან, მერე პროექტირება, ფინანსების მოზიდვა. ამ ყველაფერს მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება,“ - ამბობს არქიტექტორი.





თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი 2019 წლის 19 მარტს დაამტკიცა.  გენგემის ავტორები ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე დარჩენილიყო, თუმცა მისი იერსახე უნდა შეიცვალოს.

 

„დაამტკიცეს, რომ ესაა საზოგადოებრივ საქმიანი და სამრეწველო ზონა და ის შესაძლებლობა არ გაითვალისწინეს, რომ იქ შეიძლება რაღაც პარკი და სარეკრეაციო ზონა გაკეთდეს. მთელ ამ ტერიტორიაზე არსად არაა სარეკრეაციო ზონა და ადამიანებს არ აქვთ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება. ადრე ეს სერიოზული კვლევის საგანი იყო და საბოლოოდ ასე მაინც ასე გადაწყდა.   უნდა გაკეთებულიყო მანდ ისე, რომ სარეკრეაციო ზონაც გამოსულიყო და ბიზნეს სივრცეც. ეს იქნებოდა ერთგვარი კომპრომისი. ამოისუნთქებდა იქ მაცხოვრებელი ხალხიც,“ - გვიყვება ზურაბ ბაქრაძე, ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი.


ელიავას ბაზრობა ქალაქის ცენტრში 15 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს, ამ ტერიტორიას ათეულობით დიდი და პატარა მეპატრონე ყავს და იქ 15 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up