ელიავას ბაზრობის დღეისთვის არსებული ფორმით ფუნქციონირება, მიუღებელია

ელიავას ბაზრობის დღეისთვის არსებული ფორმით ფუნქციონირება, მიუღებელია

access_time2020-02-05 12:30:06

ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიას ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეისთვის არსებული ფორმით ბაზრობის ფუნქციონირება, მიუღებელია.



„ყველასთვის ცნობილია ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ მოვიქცეთ და რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავეებისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად სხვადასხვა ნივთის საყიდლად დადის. ჩვენ მეპატრონეებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა - წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება. იყო საუბარი მის გადატანაზე ქალაქის სხვა ნაწილში. აღნიშნული მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება: პირველი, რომ იმ ფორმით დატოვება, როგორც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობას სავაჭრო ზონის სტატუსი შენარჩუნებული აქვს, შესაბამისად, ტერიტორიის გაჯანსაღება მოხდება. ასევე, ბაზრობაზე დასაქმებულ ათასობით ადამიანს ხელი არ შეეშლება და არც საქმიანობა შეეზღუდება.



„ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება, პრინციპულად მიუღებელია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის. ერთი წლის წინ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ამ კონკრეტულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, გვინდა, რომ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება, გამოსწორდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც ძალიან აწუხებთ.



განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება. აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი და იმისთვის, რომ არ მოხდეს თემით სპეკულირება და მისი ბოროტად გამოყენება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არც საქმიანობას ვუზღუდავთ. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up