რომში,  დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისთვის გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში ელგუჯა მელაძე მონაწილეობდა

რომში, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისთვის გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში ელგუჯა მელაძე მონაწილეობდა

access_time2019-09-20 14:07:16

12-13 სექტემბერს რომში დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წევრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოდან შეხვედრას ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.


შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი ძირითადი საკითხები:

  •  ეროვნული სოციალური პოლიტიკა გლობალიზაციისა და მრავალმხრივი  სავაჭრო სისტემის კონტექსტში.
  •  დამსაქმებელთა ორგანიზაციების გამოწვევები პოლიტიკურ და ეკონომიკურად ცვალებად გარემოში.
  •  ILO 2019 წლის საუკუნოვანი დეკლარაცია და შესაძლებლობები დამსაქმებლებისთვის.
  •  სამუშაოს ციფრული ტრანსფორმაცია და მისი გამოწვევები დამსაქმებელთა ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, ცვლილებები ბიზნეს მოდელებში, ინდუსტრიულ ურთიერთობებსა და სამუშაო უნარებში.


„გარდა გლობალური მნიშვნელობის მქონე თემებისა, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრის ის ნაწილი, რომელის ფარგლებშიც ILO-სა და IOE-ს მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და 2020 წლის გეგმები და აქტივობები განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ILO და IOE საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით მრავალი წელია ახორციელებენ არაერთ პროექტს, რომელიც ბიზნეს სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ბევრი ბენეფიტის მომტანია მათი საქმიანობა ასოციაციის წევრი კომპანიისთვის,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.საქართველოს დამსაქმებელა ასოციაცია, როგორც IOE-ს წევრი ორგანიზაცია,ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებში.



(R)





ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up