„ელგრინი“ მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს ასაჯაროებს

„ელგრინი“ მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს ასაჯაროებს

access_time2021-04-16 12:13:38

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა“ 2021 წლის მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.


როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს.


2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს.


კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 603.7 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. აქედან, 329.3 მილიონი კილოვატ/საათი - რუსეთიდან, 191.1 მილიონი კილოვატ/საათი - აზერბაიჯანიდან, ხოლო 83.3 მილიონი კილოვატ/საათი - თურქეთიდან იყო იმპორტირებული.


1-15 მარტის პერიოდში საქართველო პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანთან და იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან განხორციელდა. იმპორტის ფასი, თებერვლის თვის ანალოგიურად, სტაბილურ 4.4 ცენტს შეადგენდა.



ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი მოხმარდა მხოლოდ აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და საქართველოს მხარეს (არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს) ამაში თანხა არ გადაუხდია.


15 მარტიდან, როცა თბოსადგურებისთვის გაზის მოწოდებაში პრობლემები შეიქმნა,საქართველო რუსეთთან პარალელურ რეჟიმზე, ხოლო აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის მოწოდების კუნძულოვან რეჟიმზ ეგადავიდა. იმპორტი ხორციელდებოდა ერთდროულად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.


16 მარტს თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მასშტაბური ავარიისა და რუსეთიდან იმპორტის შეფერხების მიუხედავად, რის გამოც ელექტროენერგია დედაქალაქსა და ქვეყნის აბონენტების ნახევარზე მეტს გაეთიშა, ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდა საქართველოს მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც კუნძულოვან რეჟიმში იყვნენ ჩართული აზერბაიჯანთან.


15-31 მარტის პერიოდში, თურქეთიდან იმპორტის ფასი - 4.39 ცენტს, რუსეთიდან - 3.5/3.7/7.8 ცენტს, ხოლო აზერბაიჯანიდან - 3.9/3.9/6.5 ცენტს შეადგენდა.


აზერბაიჯანიდან იმპორტის ნაწილი, კერძოდ კი - 34.4 მილიონი კილოვატ/საათი ელგრინმა საქართველოში პირდაპირ მომხმარებლებს მიაწოდა.


კომპანია ელგრინი ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.


2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში ახორციელებს.


თეგები:
ელგრინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up