ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

access_time2021-06-23 17:17:08

ენერგეტიკული კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთის იმპორტი  განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა  და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – 3.9 ცენტი, ღამის საათებში – 3.9 ცენტი და დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში – 5.4 ცენტი. რაც შეეხება მოცულობაში სხვაობას – 47.2 მლნ კვტ/სთ – მთელი თვის განმავლობაში მიეწოდათ პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 12.9 მლნ კვტ/სთ-ის ტრანზიტი საქართველოს გავლით თურქეთში განხორციელდა.

თებერვალში აზერბაიჯანიდან 148.8 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი შედგა და ფასი, როგორც დღის, ისე ღამის და უქმე დღეების შემთხვევაში იყო სტაბილური 4,4 ცენტი. იმპორტირებულის ნაწილით, კერძოდ – 22.9 მილიონი კილოვატ/საათით პირდაპირ მომხმარებლები დაკმაყოფილდნენ, ხოლო 125.9 მილიონი კილოვატ/საათი  მიეწოდა “ესკოს”.

რაც შეეხება მარტის თვეს, „ელგრინის“ მიერ მარტში აზერბაიჯანიდან განხორციელებული იმპორტის მოცულობამ 191.1 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. 1-15 მარტის პერიოდში ფასი თებერვლის ანალოგიურად სტაბილური 4,4 ცენტით იყო განსაზღვრული. 15-31 მარტის პერიოდში კი 3.9/3.9/6.5 (ღამე, უქმე, დღე) ცენტით განისაზღვრა. იმპორტირებული მოცულობის ნაწილი, კერძოდ – 34.4 მილიონი კილოვატ/საათი „ელგრინმა“ საქართველოში პირდაპირ მომხმარებლებს მიაწოდა.

აპრილში აზერბაიჯანიდან 36.2 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი განხორციელდა. აქედან  23.1 მილიონიკილოვატ/საათი „ელგრინმა“ ესკოს 3.9/3.9/6.9 ცენტად მიაწოდა, ხოლო  13.1  მილიონი კილოვატ/საათის მიწოდებაზე გარიგება პირდაპირ მომხმარებლებთან შედგა.


რაც შეეხება მაის-ივნისის პერიოდს, აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.

როგორცელ გრინისმიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, იმპორტის ყველა შემთხვევისას, ესკოს არჩევანი აზერბაიჯანული ენერგიის შესყიდვაზე, მისი ყველაზე იაფი ფასიდან გამომდინარეობდა. „ელგრინიპირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საკონტრაქტო ფასს ასაჯაროებს.

კომპანია “ელგრინი” ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს. 2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიც ახორციელებს.


Bfm.ge 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up