სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო

სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო

access_time2020-01-22 10:00:08

2017 წლის ბოლო ორ დღეში, ისევე როგორც 2018 წლის ბოლოს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში 6 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო 2019 წლის ბოლო ოთხ დღეში გამოცხადებული აუქციონების რაოდენობამ 13-ს მიაღწია.  ერთ-ერთი გახმაურებული ელექტრონული ვაჭრობა ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებული ანანოვების სასახლის გაყიდვა იყო, რომელიც 13 იანვარს დაიხურა და „ინვესტ ჯგუფმა“ 1,375,000 ლარად შეიძინა.“ - რატომ წლის ყველაზე არასაქმიან პერიოდში? სახელმწიფო ქონებისა და კულტურული მემკვიდეობის ძეგლების ელექტრონული ვაჭრობისთვის  საახალწლო პერიოდის შერჩევა მიანიშნებს თუ არა ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკებზე ქვეყანაში და ხომ არ არის ეს კანონში არსებული ნაკლოვანება, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს, რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს?


კანონში არ არის არავითარი მინიშნება თუ პუნქტი იმაზე, რომ არასაქმიან და არა აქტიურ პერიოდში არ შეიძლება სახელმწიფო ობიექტის აუქციონზე გამოტანა, მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება კითხვები, ხომ არ შეიძლება, რომ ეს ფაქტორი კორუფციის წისქვილზე ასხამდეს წყალს და ხელს უწყობდეს ტენდერების ჩუმად და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ ჩატარებას.


„კომერსანტი“ ამ კითხვებით საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებს ესაუბრა. პარლამენტარები კითხვაზე, ხომ არ უწყობს კორუფციულ გარიგებას ხელს ის, რომ კანონში არ წერია არასაქმიან პერიოდში აუქციონებისა და ტენდერების აკრძალვის შესახებ,  ერთხმად პასუხობენ, რომ ამასთან დაკავშირებით კანონში რამე სახის ცვლილების აუცილებლობა არ არის.


„არცერთ ქვეყანაში არ არის შეზღუდული აუქციონების და ტენდერების ჩატარების კონკრეტული ვადები. ვისაც რამე ობიექტი აინტერესებს, იმას ხელს არ ვუშლით ტენდერში მონაწილეობაში, რადგან ეს ხდება ონლაინ და დიდ წინაღობას არ წარმოადგენს მასში ჩართვა.  თუ დასვენება არჩია ინვესტორმა ახალი წლის პერიოდში და გამოეპარა ტენდერი, მაშინ სერიოზული ინვესტორი არ ყოფილა. რეალურად, მე დიდ წინაღობას იმაში, რომ 31 გამოცხადდეს აუქციონი და 13 ში დაიხუროს,  ვერ ვხედავ. შესაბამისად, ვერც კანონში ვხედავ რამე რისკის შემცველობას.“ - ასე ფიქრობს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.


ამავე კომიტეტის წევრს ისკო დასენს მიაჩნია, რომ რეალურ ინვესტორს მეტი ყურადღებაც მოეთხოვება და შესაბამისად, საახალწლო და არასაახალწლო პერიოდების მიხედვით აუქციონების მორგება პოტენციურ მყიდველებზე არ არის საჭირო და კანონში ამ კუთხით არაფერია შესაცვლელი.



„რაც შეეხება ელექტრონული ვაჭრობების ვადებს, ვერ ვიტყოდი, რომ ეს საფუძვლიანი პრობლემაა. არაა აუცილებელი დაელოდო იმ მომენტს, როცა ინვესტორები იქნებიან მზადყოფნაში. ინვესტორი, ვისაც აქვს ფული და უნდა საქართველოში ამ ფულის ჩადება, ის ყოველთვის აქცევს ყურადღებას ელექტრონულ აუქციონებს, პერიოდულად შედის და უყურებს იმას, თუ რა გამოდის აუქციონზე.


არის კანონში ისეთი მუხლები, რომელიც უნდა შეიცვალოს აუქციონებთან დაკავშირებით.  მაგალითად, ჩაშლილი აუქციონის შემთხვევაში მას ხელმეორედ ატარებენ, თუმცა მგონია, რომ მეორე ადგილზე გასულ მყიდველს უნდა შესთავაზონ ეს ობიექტი, ამით დროსაც მოვიგებთ და რეალური ინვესტორი შეიძენს ამ ობიექტს.  მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს კანონი.“ - ამბობს ისკო დასენი.


ეკონომიკური კომიტეტის კიდევ ერთმა კანონმდებელმა, რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ საკუთარი ინტერესების გამტარებელი მისთვის ხელსაყრელი პერიოდის შერჩევის გარეშეც მოახერხებს ამას და სულაც არ არის ამისთვის კანონის გადახედვა საჭირო ან პირდაპირი აღნიშვნა იმის, რომ წლის რაღაც პერიოდი არ შეესაბამება აქტიურს ტენდერებისთვის.


„ვიღაცამ თავის ინტერესები რომ გაატაროს, ამისთვის სულაც არაა საჭირო არააქტიური თუ აქტიური პერიოდი აუქციონისთვის.  ის თუ ვინმეს მოელაპარაკება,  მოახერხებს კიდეც რომ გაამარჯვებინოს ტენდერში. თუმცა, ასეთი რამე ჩვენი ხელისუფლების პრირობებში არ ხდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. მე მეგონია, რომ ამისთვის რამე საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. გარიგებაში მონაწილე სწორედ იმას მიაღებინებს მონაწილეობას და ისეთ პირობებს შექმნის, რომ გაამარჯვებინებს და ფულსაც აიღებს.  ყველა სისტემაში არსებობს ისეთი პიროვნებები, რომელსაც დასვამ რაღაც თანამდებობაზე და იწყებს იმაზე ფიქრს, ფული როგორ გააკეთოს.  საქართველოსთვის ეს არ არის ეს დამახასიათებელი,  ეს დამახასიათებელია პიროვნებებისთვის და არა ქვეყნებისთვის.“ - ამბობს რევაზ არველაძე.


ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაერთი ობიექტი გამოიტანა გასაყიდად მას შემდეგ, რაც  2019 წლის 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პრივატიზაციის პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  დააანონსა. პრივატიზების ეს ტალღა  ქართული ეკონომიკისთვის ახალი ბიძგი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მოლოდინისა,პრივატიზაციამ საყოველთაო ხასაითი ვერ მიიღო, რადგან საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტებიც საინვესტიციო მომხიბვლელობით არ გამოირჩეოდა. ამ სიიდან იშვიათი გამონაკლისი იყო ანანოვების სასახლე, რომლის აუქციონზე გატანა  სამინისტრომ ნაჩქარევად, რატომღაც 31 დეკემბერს, ბიზნესისთვის არააქტიურ პერიოდში გადაწყვიტა.


„კომერსანტის“ ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადადის. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, კომპანიის დირექტორად კი დავით კობახიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლორთქიფანიძე ბიზნესმენ დუგლაძეებთანაა დაკავშირებული.


მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი ძმების ანანოვების მიერ აგებული შენობა,  თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა.  მოგვიანებით,  ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up