ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებს მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებს მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება

access_time2021-03-10 11:55:40

თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, პანდემიამ დააზარალა ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა და აღნიშნა, რომ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული.


„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის კულტურისა და ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა. პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციების ფარგლებში მათ მოუწიათ გაჩერება, დახურვა და დღემდე, არ ფუნქციონირებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, რადგან არის ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანი და მათ უკან დგას ოჯახები. შესაბამისად, სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, ეს არის სფერო, რომელმაც დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა.


„აუცილებელია, რომ ერთი მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო თანადგომით, მათ შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა.


რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას. ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან მქონდა კომუნიკაცია, ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა, ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მლნ ლარი იქნება და ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული სულ მცირე 500 შემოქმედი. საუბარია დიჯეებზე, ზოგადად ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე, 50-ზე მეტ ორგანიზაციაზე. ფინანსური დახმარების პაკეტით ისარგებლებენ, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up