„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას „კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას „კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

access_time2020-08-12 12:20:02

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ.


უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.


ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს.


2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.


„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.


2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.


კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქირა კომპანიის ხელმძღვანელობამ.



როგორია „კავკასუს ონლაინის“ პოზიცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ამაზე „კავკასუს ონლაინი“ აცხადებს:


მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების (კონკურენციის შემსწავლელი ნორმები, რომლებიც გამოიყენება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენის შესაფასებლად) აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, კავკასუს ონლაინზეა მორგებული; კავკასუს ონლაინი დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელზეც ნორმის შემადგენლობა სრულად ვრცელდება და ამ კანონის მიხედვით სპეციალური მმართველის დასანიშნად ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. კომისია „კავკასუს ონლაინს“ ბენეფიციარ მესაკუთრე კომპანიაში ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო ედავება. კომისიას მიაჩნია, რომ დარღვევა მიმდინარეა და ასეთი დარღვევის აღმოსაფხვრელად (წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება) ვადა განსაზღვრული აქვს 1 აგვისტომდე. ამ დარღვევისთვის კავკასუს ონლაინს უკვე დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ჯარიმა, მათ შორის, 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ.


მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ აქვს უკუქცევითი ძალა, რაც კანონპროექტის განხილვისას (პირველი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2020 წლის 14 ივლისი) კომისიამ, როგორც კანონპროექტის თანაავტორმა თავადვე დაადასტურა, დიდი ალბათობით კომისია ამას უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოებისას უკვე სხვაგვარად განმარტავს და არის რისკი იმისა, რომ კანონის მოქმედება გაავრცელოს კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ დარღვევებზე.


რაც შეეხება უშუალოდ კანონის შინაარსობრივ მხარეს, მიგვაჩნია, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა შემდეგი მიზეზების გამო:


1. კანონი ავტორიზებული პირის მიერ მხოლოდ წინასწარი შეტყობინების ფორმალური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას. მაშინ როდესაც კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის, მთავარი მიზანია, რომ კომისიამ (შეტყობინების საფუძველზე) ჩაატაროს სათანადო კვლევა და შეაფასოს ესა თუ ის ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ხომ არ ახდენს. ბაზრის კვლევის ჩატარების გარეშე მხოლოდ ფორმალური შეუტყობინებლობის გამო თუ კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავს ეს კანონის მიზნებთან შესაბამისი არ იქნება. როგორც იცით, სწორედ ამ კვლევის ჩატარებას ითხოვს კავკასუს ონლაინი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე, კომისია კი უარს ამბობს მასზე დაკისრებული ფუნქციები კანონის საფუძველზე და შესაბამისად შესრულოს. კომპანიის აქციონერები დარწმუნებულები არიან რომ კომისიის მიერ კვლევის ჩატარების შემთხვევაში ნათელი გახდება, რომ განხორციელებული ტრანზაქცია არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე: ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს არ აქვს სხვა რაიმე აქტივი საქართველოში, არ არის აფილირებული სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ოპერატორებთან საქართველოში, აქვს კომპანიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და კონკრეტული გეგმა, რომელიც ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიურად აისახება როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.


2.  კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება; სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებას, მიუხედავად იმისა ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.


3.  სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულების მიზანს არ ემსახურება. არც ერთი კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.


4. სპეციალური მმართველი ინიშნება, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე. კავკასუს ონლაინის შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ ცხადია, რომ კომისია სპეციალურ მმართველს კომპანიაში უვადოდ ნიშნავს, რადგან შეუძლებელია სპეციალურმა მმართველმა უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არის დამოკიდებული არა უშუალოდ ავტორიზებული პირის ქმედებაზე, არამედ მესამე პირების ნებაზე და ქმედებაზე. შესაბამისად, კომისია ფაქტობრივად იყენებს ისეთ საშუალებას, რომელიც არ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და განუსაზღვრელი ვადით და ასეთივე განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით ერევა კერძო სუბიექტის მეწარმეობის თავისუფლებაში და ზღუდავს მის საკუთრების უფლებას;


5.  კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსასრულებლად სპეციალურ მმართველს დანიშვნა არ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლს. როდესაც კომისია ბიზნესთან კომპრომისზე საუბრობს მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ბიზნესის ნაწილთან კომპრომისი სწორედ სასმართლო კონტროლის შემოღების ხარჯზე მოხდა სპეციფიკური ვალდებულების ნაწილში. მაშინ როდესაც, კონცენტრაციის აღმასრულებელ ნორმაზე სასამართლო კონტროლი არ არის გათვალისიწინებული და კომისია სპეციალური მმართველის დანიშვნისას მხოლოდ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმოქმედებს. კრიტიკას ვერ უძლებს კომისიის არგუმენტი, რომ სასამართლო კონტროლი გამოიხატება ავტორიზებული პირის უფლებაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება. კომისიისთვის კარგად არის ცნობილი სასამართლო პრაქტიკა გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების საქმეებზე, შეჩერების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო არ შედის გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებაში, და ითვალისწინებს მხოლოდ ზიანის საკითხს (ადგება თუ არა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით ზიანი პირს). გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ძალაში დაუყოვნებლივ სხდომაზე მიღებისთანავე შედის, შესაბამისად, ავტორიზებულ პირს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა იმ პირობებში მოუწევს როდესაც მისთვის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც კი არ იქნება ცნობილი.


კავკასუს ონლაინს მიაჩნია, რომ თუ კომისია კომპანიის მიმართ გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ახალ ზომას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს კომპანიაში იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად რომელიც არ არის დამოკიდებული კომპანიის ნებასა და ქმედებაზე, კომისია უხეშად ჩაერევა კომპანიის საქმიანობაში, შეუზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების უფლებას. ამიტომ კომპანია აპირებს მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, უფლების დაცვის საშუალებას, რომ აირიდოს თავიდან ის შეუქცევადი ზიანი, რაც კომპანიას შეიძლება მიადგეს კომისიის გადაწყვეტილებებით. [კომპანია ასევე აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს კანონის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.]


(NS)






22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up