ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია - EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია - EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს

access_time2020-10-14 13:44:59

კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის - EU4Digital მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ კომისია ავრცელებს.


„სხდომა ევროკომისიის ორგანიზებით, COVID-19 პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროექტი EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და ის ციფრულ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


EU4Digital-ის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორებიცაა -ელექტრონული კომუნიკაციები, ნდობა და თავდაცვა, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ჯანდაცვა, და ელექტრონული უნარები. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება - EaPeReg და EU4Digital-ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებული კომპანიები Ernt&Young და მსოფლიო ბანკი არიან ჩართულები.



მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როუმინგული ტარიფების შემცირება, სიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა - სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი.


თემატური დისკუსიის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G-ის დანერგვის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ჩაატარა პრეზენტაცია.


ევროკომისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი წარმატებით ხორციელდება, რაშიც EaPeReg-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის როლი განსაკუთრებულია. კომუნიკაციების კომისია, როგორც EaPeReg-ის წევრი, პროექტში მისი დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის წარმატებაში. შეხვედრაზე სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით და განცხადებებით ცალსახად აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგიონში საქართველო ლიდერობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up