ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

access_time2020-04-06 15:30:33

კომპანია “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ონვეი ოპერირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურების სფეროში და ემსახურება არაერთ წარმატებულ ქართულ ინტერნეტ მაღაზიას. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა ჯგუფი - “Voice of Ecommerce” , რათა გავერთიანდეთ E-commerce სფეროს ჯაჭვის ყველა რგოლი ერთი მიზნისთვის - დავეხმაროთ ერთმანეთს ფორსმაჟორული სიტუაციის მართვაში, გავცვალოთ ინფორმაცია, რჩევები, რეკომენდაციები და უმოკლეს დროში მოვახდინოთ რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ამ ეტაპზე აქტიური შეხება გვაქვს როგორც ინტერნეტ მაღაზიების დამფუძნებლებთან, ასევე, მათ მომხმარებლებთან. ჯგუფში უკვე 400-მდე კომპანიის წარმომადგენელია გაერთიანებული.


პირველ რიგში მადლობას გიხდით Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის. ინტერნეტ მაღაზიები და საფოსტო კომპანიები ვაცნობიერებთ ჩვენს როლს ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაწილში და გარდა ამისა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.


ჩართულები ვართ აღნიშნული მდგომარეობის განხილვასა და გაუმჯობესებაში და გვაქვს აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან. ჩვენს მთავარ პრობლემას ამ ეტაპისთვის წარმოადგენს ის გაურკვევლობა, რომლის ფარგლებშიც გვიწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა სარეგისტრაციო ბმული არსებული ონლაინ მაღაზიების შესამოწმებლად, ამ პროცესს მინიმუმ 5 სამუშაო დღე ესაჭიროება განსახილველად, ხოლო მოთხოვნის სიდიდიდან გამომდინარე, ეს ვადები კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რაც დააზარალებს მცირე და საშუალო ბიზნესებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში თვითდასაქმებულია.



გარდა ამისა, შეამცირებს სახელმწიფოს შემოსავლებს, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას ამ კომპანიების მიერ გენერირებული დღგ-ს სახით. სრულად ვიაზრებთ, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, გაურკვევლობაში ვართ იმ ფაქტით, რომ საფოსტო კომპანიებს საქმიანობა არ ეზღუდებათ არცერთ კატეგორიაზე, მაგრამ ონლაინ მაღაზიებისთვის შეზღუდულია გარკვეული კატეგორიის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იმავე პროცედურებს გაივლიდნენ და იმავე სტანდარტებს დაიცავდნენ, რასაც მაგალითად კანონით დადგენილი და დაშვებული კატეგორიები.


განვიხილოთ ერთი მაგალითი: დადგენილების თანახმად, ონლაინ მაღაზიებს აქვთ უფლება გაყიდონ სატელეკომუნიკაციო ტექნიკა, რომელიც იმავე პროცედურას გადის ონლაინ მაღაზიის საწყობში, რასაც მაგალითად საბავშვო სავარძელი გაივლიდა, თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვა ამ ეტაპისთვის არ არის ნებართული მთავრობის 181-ე დადგენილების დანართი #2-ით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს დაბადებული ბავშვის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი კანონმდებლობით დადგენილი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის - ბავშვის სკამის შეძენას მომხმარებელი ფიზიკურად ვერსად შეძლებს. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უამრავი მცირე ბიზნესი არის შემოსავლის გარეშე დარჩენილი, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი. ისინი ელოდებიან თქვენს დროულ გადაწყვეტილებებს.


აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ახლა მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ უცხოური ვებ-გვერდებიდან, როგორიცაა: Amazon, Ebay, Alibaba და არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია ქართული ინტერნეტ მაღაზიიდან. შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ფულადი სახსრები გაედინება ჩვენი ქვეყნიდან, მაშინ, როდესაც შეგვიძლია ჩვენი დანაზოგით ჩვენივე ეკონომიკა გავაძლიეროთ.


ასევე გასათვალისწინებელია იმ ქვეყნების პრაქტიკაც, რომლებიც ჩვენსავით წარმატებით ახერხებენ ვირუსთან გამკლავებას. მათ არ აუკრძალავთ ონლაინ ვაჭრობა, რადგან ეს ხელს უწყობს ადამიანს #დარჩესსახლში და მოახდინოს სოციალური დისტანცირება. ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ მივაწვდინოთ ბიზნესის ხმა ეკონომიკის სამინისტროს. ვთხოვთ მათ დაგვითმონ დრო და შეგვხვდნენ, ისევე, როგორც შეხვდნენ სხვადასხვა სტრატეგიული სფეროს პასუხისმგებელ პირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ კომერცია დღეისთვის არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დარგი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად, უნდა მოხდეს დაუყონებლივი რეაგირება და ერთობლივი, სწორი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შემუშავება. ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში ძალისხმევას არ ვიშურებდით ხმა მიგვეწვდინა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, ჯგუფის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გადავწყვიტეთ შევქმნათ ელექტრონული კომერციის ასოციაცია, რათა სხვა დროს უფრო სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, დაგვითმოთ დრო და გაესაუბროთ ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებს“-ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up