ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნიკელს აძვირებს

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნიკელს აძვირებს

access_time2022-01-14 20:00:24

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ბირჟებზე ნიკელის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს - 1 ტონაზე $22 745-ს მიაღწია.

 


ამ ლითონის ფასს ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატების მოლოდინი ზრდის, რადგან ამ მანქანების მთავარ დეტალში - ბატარეაში - ნიკელი დიდი რაოდენობით გამოიყენება. დღევანდელი ფასი რეკორდულია 2011 წლის შემდეგ.

 


ბოლო დღეებში ნიკელი მცირედით გაიაფდა, თუმცა, მაინც საკმაოდ მაღალი დარჩა - $22 245. ბოლო პერიოდში ფერადი ლითონების მარაგი მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის ფონზე, ამიტომაც ნიკელთან ერთად ალუმინი და სპილენძიც ძვირდება.

 


ბოლო თვის მანძილზე ყველაზე მეტად - 14%-ით - სწორედ ალუმინი გაძვირდა. 2021 წლის ბოლოს ნიკელის ბაზარი მკვეთრად შეიცვალა - თუ 2020 წელს პროფიციტი 82 000 ტონას შეადგენდა, 2022 წელი 149 000-ტონიანი დეფიციტით დაიწყო, რაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად მიწოდების შემცირებამ გამოიწვია.

 


ექსპერტების გათვლით, 2022 წლის ბოლოსთვის დეფიციტი მცირე - 59 000-ტონიანი პროფიციტით შეიცვლება, მაგრამ ეს ძირითადად დაბალხარისხიანი ლითონის ხარჯზე მოხდება.

 



სავარაუდოდ, წელს ნიკელის მსოფლიო წარმოება 20%-ით, 3,2 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2030 წლის პროგნოზით, ბაზარზე იქნება ნიკელის მუდმივი დეფიციტი, რასაც ელექტრომობილების გაყიდვების ყოველწლიური ზრდა შეუწყობს ხელს.

 


სავარაუდოდ, ნიკელის მოხმარება ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად 7%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც წარმოების ზრდის პოტენციალი 6%-ით შემოიფარგლება.

 


ლითონზე მოთხოვნას მკვეთრად ზრდის ასევე მზის და ქარის ელექტროსადგურების ფართო გავრცელება - დღეს ალტერნატიული ენერგეტიკა წელიწადში 35 000 ტონა ნიკელს მოიხმარს, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1 მლნ ტონამდე გაიზრდება.

 


მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ნიკელის ფასის შემდგომი ზრდა. ელექტრომობილების წარმოების და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების გარდა დეფიციტს ჩინეთში ნიკელის წარმოების შემცირებაც უწყობს ხელს  - ცნობილია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ფერადი ლითონის მწარმოებელი ქარხნების ნაწილი შეკეთებაზე და ამავე დროს პეკინის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესის ფარგლებში დროებით გაჩერდება.

 


გრძელვადიან პერსპექტივაში, ათწლეულის დასასრულისთვის, ნიკელის გლობალური მოხმარების 35-40% სწორედ ელექტრომობილების წარმოებაზე მოვა. მოხმარების დონე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ელექტრომობილების წარმოებაზე, პირველ რიგში ეს ბატარეების ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

 


ასევე ბევრი იქნება დამოკიდებული ნიკელიდან სპეციალური სულფატების მიღების ტექნოლოგიის განვითარებაზე - ელექტრომობილების ბატარეებში სწორედ ეს სულფატი გამოიყენება.

 


ამ დროისთვის ბატარეების წარმოებას მსოფლიოში წარმოებული ნიკელის 10% ხმარდება.  ნიკელის ძირითადი მომხმარებელია უჟანგავი ლითონების სექტორი, რომელზეც მოდის მსოფლიო მოხმარების 70%.

 


 Kommersant.ru

 





2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up