ელექტრომობილების წილმა ახალ ავტომობილებში 4%-ს გადააჭარბა

ელექტრომობილების წილმა ახალ ავტომობილებში 4%-ს გადააჭარბა

access_time2021-03-08 18:00:58

2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4%-ზე მეტით შემცირდა, ზოგიერთმა დარგმა: ავიაციამ, ტურიზმმა, 70-80 პროცენტიანი ვარდნა აჩვენა, თუმცა რამდენიმე გამონაკლისიც აღმოჩნდა. ონლაინვაჭრობასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები, რაც ავტომობილების საერთო გაყიდვების კლების ფონზე კიდევ უფრო თვალში საცემი აღმოჩნდა.


2020 წელს რეკორდული რაოდენობის 3.24 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, 2019 წელთან შედარებით 43%-ით მეტი. განსაკუთრებული 137%-იანი ზრდა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც 595 ათასის ნაცვლად 1.395 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, რის შედეგადაც 2015 წლის შემდეგ პირველად ევროპამ ჩინეთს გაუსწრო. თავად ჩინეთში ზრდის ტემპი ბევრად უფრო ნაკლები - 12% იყო, აშშ-ში მხოლოდ 4%. იაპონიაში 28%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, დანარჩენ მსოფლიოში 24%-იანი მატება. იმავე წელს ჯამური ავტოგაყიდვები 14%-ით 64 მლნ-მდე შემცირდა. შესაბამისად თუ 2019 წელს ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 2.5% იყო, 2020 წელს 4.2%-მდე გაიზარდა.


ევროპაში ახალ ავტომობილებში ელექტომობილების წილი 3.3%-დან 10.2%-მდე გაიზარდა. ჩინეთში 5.1%-დან 5.5%-მდე. ევროკავშირს ინდუსტრიასთან მიმართებაში სერიოზული გეგმები აქვს. 2030 წლიდან გაერთიანების დონეზე არა, მაგრამ უმრავლეს ქვეყანაში შიდაწვიძრავიანი ავტომობილების წარმოება და იმპორტი იკრძალება, 2040 წლიდან გზებზე გადაადგილებაც. ამ მხრივ ჩემპიონი ევროკავშირის არაწევრი ნორვეგიაა, სადაც გაყიდვებში ელექტრომობილების წილმა 74%-ს გადააჭარბა, მეორეზე აგრეთვე ევროკავშირის არაწევრი ისლანდიაა 45%-ით.

ჩინეთი როგორც ცალკე აღებული ქვეყანა ზრდის ტემპის კლების მიუხედავად პირველ ადგილს ინარჩუნებს და 1.246 მლნ გაყიდული ელექტრომობილით მეორე ადგილზე მყოფ გერმანიას 3.15-ჯერ აღემატება. ჩინეთში გაყიდული ავტომობილებიდან ელექტრომობილების წილი 5.5%-ა, რაც უკვე სახარბიელო შედეგი აღარაა. პანდემიის დროს როგორც ჩანს პეკინმა ყურადღება მოადუნა. სურვილის შემთხვაში კოეფიციენტის გაუმჯობესება პრობლემა არ იქნება. ავტორიტარულ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და მისი აღსრულება შეიძლება ერთგვარ დადებით მხარედაც მივიჩნიოთ, სხვა საქმეა რამდენად კეთილგონივრულია და რა მიზანს ემსახურება მმართველის იდეა.



რამდენია ელექტრომობილების რაოდენობა და მათი წილი? 2020 წელს ელექტრომობილების საერთო რაოდენობამ 10.8 მლნ-ს მიაღწია, რაც მსოფლიო ავტოპარკის დაახლოებით 0.7%-ს შეადგენს. 1%-იანი ბარიერის გადასალახად წელს გაყიდვებმა 4 მლნ-ს უნდა გადააჭარბოს. ბაზარი მზარდია. თუ 2013 წელს ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 0.2%იყო, 7 წლის შემდეგ ის 21-ჯერ გაიზარდა და 4.2%-ს მიაღწია.

10 წლის წინ ელექტრომობილს უმრავლესობა ინოვაციად და XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევად მოიხსენიებდა, რაც არაზუსტია, 2000-იანი წლების მიწურულს ელექტრომობილების ინდუსტრიამ გაცოცხლება დაიწყო, მაგრამ მაშინ არ დაბადებულა. მისი ასაკი ავტომობილის ასაკს უთანაბრდება. პირველი ავტომობილი, რომელმაც 100 კმ/სთ განავითარა ელექტრო ძრავით იყო აჭურვილი და ეს XIX სუკუნეში, კერძოდ 1899 წელს საფრანგეთში  გამართულ  რბოლაზე მოხდა, ბელგიელმა ავტოპილოტმა  La Jamais  Contente-ით  105.8 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.


პირველ მსოფლიო ომამდე ელექტრომობილების წილი ავტოპარკში 1/3-ს შეადგენდა, ანუ დღევანდელზე 47-ჯერ მეტს. შემდეგ იაფმა ნავთობმა და დაბალმა ელექტროფიკაციამ დარგი მთელი 1 საუკუნით დააპაუზა.


ელექტრომობილი და TESLA სინონიმები არაა, თუმცა სიტყვას ელეტრომობილის ხსენებაზე ადამიანთა უმრავლესობას სწორედ ტესლა და ილონ მასკი ახსენდება. მართალია ჩინურმა ბიუჯეტურმა Hong Guang Mini-მ ტესლა გაყიდვებით 2020 წლის მეორე ნახევრიდან გაუსწრო, მაგრამ ვერც ტექნიკური მახასიათებლებით და ვერც დიზაინით ჩინური მწარმოებელი მის უფროს ამერიკელ ძმასთან ახლოსაც ვერ მივა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Hong Guang Mini ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, TESLA კი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც ერთ-ერთ ქარხანას შანხაისშიც ფლობს.


ბოლო 5 წელიწადში ელექტომობილის ფასი, იმავე კლასის შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ფასს მიუხალოვდა. გაიზარდა 1 დამუხტვით გასავლელი მანძილი, დასამუხტად საჭირო დროის პრობლემა კი ჯერჯერობით ვერ მოგვარდა. სწრაფდამტენიც კი, რომლის რეგულარული მოხმარება არარეკომენდირებულია ელექტრომობილს 30 წუთში ტენის, ჩვეულებრივი 6-8 სთ-ში. სუპერსსრაფდამტენზე მუშაობა გრძელდება. ამავე დროს ელექტრომობილის ერთ-ერთ ალტერნატივად წყალბადის საწვვავზე მომუშავე ავტომობილები განიხილება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up