ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

access_time2020-07-13 16:30:17

„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.

 

საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.

 

ქუთაისში, აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწა მდებარეობს, დღეს ბრიფინგი გაიმართა.

 

ინდუსტრიული ჰოლდინგ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახაბერ გულედანმა მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები.


 

ეს ქმედებები 2020 წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა დაგეგმილი, თუმცა დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას, განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. დღეს ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა, მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

 

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

 

გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილი გამოვა.

 

პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

 

აღინიშნა, რომ ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

 

„ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა“, – აცხადებენ კომპანიაში.






ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი
access_time2021-06-19 17:55:10
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთაგაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდანზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებსაბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი
access_time2021-06-19 16:00:40
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.   პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი -...

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა
access_time2021-06-19 15:00:49
“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე...


მსგავსი სიახლეები

up