ქუთაისის ელექტრომობილების საწარმო სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვეღარ აშენდება

ქუთაისის ელექტრომობილების საწარმო სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვეღარ აშენდება

access_time2021-06-23 12:00:51

ზუსტად ორი წლის წინ ქუთაისში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. ისტორიული ქალაქი ავტომშენებელი ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის დაწყებით აღნიშნავდა. საგანგებოდ მოწყობილი სცენა, შოუს ელემენტებით გაჯერებული სანახაობა და ოფიციალური პირების დაპირებები. დაპირებები, რომლებიც არ შესრულდა. საქართველოს მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ვერ ააშენა, ვერც საწარმო აშენდა, ვერც 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა და, შესაბამისად, ვერც 5 000 ელექტრომობილი გამოუშვეს. მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიომ პირველი ქართული ელექტრომობილი „ორვო“ დაპირებულ 2020 წელს ვერ იხილა და ელექტრომობილის წარმოება 2021 წელსაც არ დაიწყება.

 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ელექტრომობილი წარწერით made in Georgia მზის სინათლეს 2022 წელს იხილავს, თუმცა ზუსტი თარიღზე საუბარი არ შეუძლია AiProduction–ის გენერალურ დირექტორს გიორგი ფურელიანს. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობას. გასულ წელს კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ელექტრომობილების წარმოება COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეფერხდა. დღეს AiProduction–ის გენერალურ დირექტორი აცხადებს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა. გიორგი ფურელიანი მთავრობის წევრებთან შეხვედრას ელოდება, იგი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე მრავალმილიონიანი პროექტი ვერ განხორციელდება.

 

„ზუსტად იგივე პრობლემები გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. სიახლე არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყო გამოხმაურება. ველოდებით, რომ შევხვდეთ და პროექტის განხორციელების საკითხი განვიხილოთ. ამ დრომდე სამუშაო ფორმატში არ შევხვედრილვართ. ეს არის პროექტი, რომელის განხორციელებაში სახელმწიფო თავიდანვე იყო ჩართული და მის გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. მჭიდრო თანამშრომლობით რა თქმა უნდა პროექტი გაგრძელდება, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კერძო სექტორის წარმომადგენლები პროექტის დასრულებას ვერ შეძლებენ“, - განუცხადა „კომერსანტს“გიორგი ფურელიანმა.

 

2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში საქართველოში ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები ჩამოვიდა. ინდუსტრიული ჰოლდინგ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ გულედანი აცხადებდა, რომ პანდემიის გამო საწარმოო ხაზის მოწოდება დაგვიანდა. იგი ამბობდა, რომ კომპანიამ ვერც მშენებლობა დაიწყო, რადგან, გულედანის განმარტებით, ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხი კადრების გადამზადება და მივლინებები იყო, რაც შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ შედგა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია „ბიგსერვის“-სა (იგივე აიგრუპი) და ავტომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ჩანგან“-ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს მემორანდუმი გაფორმდა. „ჩანგანი“ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 153 წლის ისტორია გააჩნია. კომპანია ჩინეთის ავტომწარმოებელთა ოთხეულში ირიცხება და ამ ეტაპზე გლობალურად 17 მილიონ მომხმარებელს ითვლის. 2018 წელს კომპანიამ აწარმოა 2,14 მილიონი ავტომობილი და წლის შემოსავალმა 26 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ჩანგან“-ს გააჩნია პარტნიორული საქმიანობა ავტოინდუსტრიის ცნობილ კომპანიებთან როგორიცაა “Groupe PSA”, “Ford”, “Mazda”, “Suzuki” და სხვა გლობალური მწარმოებლები.

 

რაც შეეხება „ბიგსერვის“-ს, კომპანია 2005 წელს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიას ერთი ქართველი მეწილე დიმიტრი აბდუშელიშვილი ჰყავს.


 

დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25%

 

ანდრეი პაუკ-რუსეთის ფედერაცია -20%

 

თეიუბ კაფაროვ, -რუსეთის ფედერაცია 10%

 

ასათულა იკრამოვ - უზბეკეთი 12.5%

 

თემურ ალიმოვ- უზბეკეთი/ 10%

 

უმარ ალიმოვ - უზბეკეთი 10%

 

რახმათილა იკრამოვ- უზბეკეთი 12.5%

 

ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილის გამოშვება იგეგმებოდა, ხოლო საწარმოს სრულად დატვირთვის შემდეგ 40 000 ელექტრომობილის, საიდანაც ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბრენდირებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia კი ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up