ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს 5,4%-ით, ხოლო მოხმარება 6,5%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს 5,4%-ით, ხოლო მოხმარება 6,5%-ით გაიზარდა

access_time2019-12-18 17:30:34

„საქსტატის“ ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,4 პროცენტით გაიზარდა და 12 148,6 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.


ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე 2 სეზონური და 7 მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი კუბური მეტრი შეშა (წინა წელთან შედარებით 25,7 პროცენტით ნაკლები).


2018 წელს მოხმარებულია 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.



2018 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები). 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები). შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო. მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლები, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება).


გარდა ამისა, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 34,5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28,9 პროცენტი) და ელექტროენერგია (23,3 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 6,2 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 7,1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.


2018 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 33,1 პროცენტი. 27,7 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 20,5 პროცენტი - მრეწველობის დარგზე, 2,6 პროცენტი - მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15,5 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.


„კომერსანტი“





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up